სიახლეები

რომელი ჯობია — iPhone X თუ პროფესიონალური კამერა? (ვიდეო)

344views

iPhone X-ის კამერაზე დაკვირვება — და მის გადაღებულ ფოტოებზე დისკუსია უკვე ფორუმებზე ტენდეციურია და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული. ახლა კი გადაწყვიტეს iPhone X პროფესიონალურ კამერას შეადარონ. Fstoppers-ის ბლოგერები ახლა სმარტფონის ვიდეო ჩანაწერის ხარისხს, პროფესიონალური კამერის Lumix DC-GH5-ს შეადარებენ.

iPhone X აღჭურვილია 12 მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერით, მისი პოტენციური მოწინააღმდეგეს კი 20.3 მეგაპიქსელიანი MOS ტექნოლოგიის სენსორით. ამ შემთხვევაში ორივე მოწყობილობა 4K ხარისხში შეძლებს ვიდეოების გადაღებას.

თითქმის ყველა შემთხვევაში iPhone-მა აჩვენა იდეალური ვიდეო. ერთადერთი გამონაკლისი იმ ადგილებშია სადაც არასაკმარისი განათებაა, ზოგჯერ iPhone X-მა დაკარგა დეტალური ხედვა — მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Apple-მა აშკარად გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი iPhone-ის კამერის გაუმჯობესებისკენ. განვითარების შედეგად iPhone-ები მალე — პროფესიონალურ კამერებზე უკეთ გადაიღებენ.

Comments

comments

Leave a Response