iPhone X-ის მაღალი ფასის მთავარი მიზეზი — OLED ეკრანია, ასე ფიქრობენ PhoneArena-ს ექსპერტები. ამავდროულად OLED ეკრანებს კომპანია Samsung-ი ყიდის, რომელიც საკმაოდ დიდი თანხები ჯდება. Apple-მა ეკრანები Samsung-ისგან შეიძინა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ iPhone X-ის ღირებულება 360 დოლარია, სადაც 110 დოლარი თითქმის მესამედი მხოლოდ ეკრანის ფასია. დამატებითი არის Apple Glass Panel-ის გამოყენება და უჟანგავი ფოლადის ჩარჩო. თუ კომპანია გადაწყვეტს გამოუშვას iPhone X ალუმინის კორპუსით, ფასი შემცირდება.
ტიმ კუკმა მანამდე თქვა, რომ “თუ მომხმარებელს შეუძლია ყოველდღიურად კაფეში შევიდეს და ყავა დალიოს, ის შეძლებს iPhone X-ის შეძენას” — აქედან გამომდინარე, Apple-მა გადაწყვიტა ძვირადღირებულად აღჭურვილი სათამაშოებით ითამაშოს.