სიახლეები

iPhone X-ის ეკრანი სიცივეში არ მუშაობს — Apple გამოასწორებს ამ ხარვეზს

318views

თავიდან ქსელში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაახლოებით 0° ტემპერატურაზე ეფლის უახლესი სმარტფონი იჭედება და აღარ რეაგირებს გარე გამაღიზიანებლებზე.

მოგვიანებით სიტუაცია კიდევ რამდენიმე ადამიანმა დაადასტურა.

სიცივის ეშინია ყველა iPhone X და Apple-მა ამის შესახებ უკვე იცის, თუმცა კომპანიის განცხადება ამის შესახებ დიდი დამაჯერებლობით არ გამოირჩევა:

ჩვენთვის ცნობილია სიტუაციები, როდესაც iPhone X-ის ეკრანი დროებით წყვეტს რეაგირებას შეხებაზე, ტემპერატურის მკვეთრის ვარდნის პირობებში. რამოდენიმე წამში ეკრანი კვლავ ამუშავდება, — Apple

Apple დაგვპირდა, რომ გაასწორებს ხარვეზს, რომლესაც უკვე „coldgate“ შეარქვეს.

ამავდროულად, ეფლის ოფიციალურ საიტზე მითითებულია iPhone X-ის ექსპლუატაციის ოფიციალური ტემპერატურები. არ გინდათ, რომ თქვენმა ტელეფონმა გაჭედოს? უარი თქვით მის გამოყენებაზე 0° С-ზე გვექმოთ და 35° C-ზე ზემოთ გარემო პირობებში.

გვინდა გვჯეროდეს, რომ პრობლემის გასწორება პროგრამული გზით შესაძლებელი იქნება და ეფლის მას შემდეგ ვერსიაში გაასწორებს.

წყარო: 9to5mac

Comments

comments

Leave a Response