სიახლეები

iPhone 8 Plus-ის და iPhone X-ის პოპულარობის გამო iPhone 8-ის წარმოება შემცირდება

331views

Apple-ის ანალიტიკოსის მინგ-ჩი კვოს აზრით, iPhone 8-ის წარმოება დაიკლებს 50-60%-ით ამ კვარტალში გამომდინარე მისი უფროსი დედმამიშვილის iPhone 8 Plus-ის და iPhone X-ის პოპულარობით.

iPhone 8 Plus-ის შეკვეთებმა რომელიც შეადგენდა 6.3 მილიონ ცალს, გადაასწრო iPhone 8-ის შეკვეთების რაოდენობას რომელიც 5.4 მილიონ ცალს შეადგენდა. iPhone 8 Plus-ი არის პირველი Plus iPhone-ი რომელმაც 4.7″-იანი მოდელის გაყიდვებს გადააჭარბა.

Apple-ი არ ახმაურებს iPhone-ის გაყიდვებს ცალ-ცალკე მოდელების მიხედვით, თუმცა ტიმ კუკის განცხადებით iPhone 8 Plus-ის გაყიდვებში ჩაშვებამ, მოლოდინებს გადააჭარბა, რაც საკმაოდ დიდი სურპრიზი იყო კომპანიისთვის.

Apple-ის მთავარი მწარმოებელი Foxconn-ი iPhone 8 Plus-ის საწარმოო ხაზს გარდაქმნის iPhone X-ის ხაზად 2017 წლის ბოლოს, რადგან დააკმაყოფილოს შეკვეთებზე მოთხოვნები, თუმცა სავარაუდოდ 2018 წლამდე Apple-ი ვერ მოახერხებს ბოლომდე მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას.

წყარო: Macrumors

Comments

comments

Leave a Response