iPhone X-ის კაშკაშა დიდი ეკრანი, შესანიშნავი ფერთა გამით და წვრილი კიდეებით მახინჯდება მცირე ზომის შავი „კუნძულით“, რომელიც ეკრანის ზედა ნაწილშია განთავსებული და რომელშიც განთავსებულია მრავალი სენსორი და კამერა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს მომხმარებელთა არც თუ ისე მცირე ნაწილი.
ეფლის ტექნიკის მოყვარულ პერფექციონისტებს ეს საკითხი ძალიან აწუხებთ.
რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოგიყევით სპეციალური შპალერის შესახებ, რომელიც ამ საკითხს ნაწილობრივ აგვარებს.
ახლა გთავაზობთ აპლიკაციას, სახელად Notcho. მისმა შემქნმელებმა გადაწყვიტეს გაეხარებინათ iPhone X-ის მფლობელები და გამოუშვეს შპალერების მთელი წყება, რომლებშიც თუმცა პროგრამულად, მაგრამ შესაძლებელია ამ ხარვეზის აღმოფხვრა.
ინგლისურად სიტყვა „Notcho“ ნიშნავს „ღრმულს“.
Notcho-ში არის შპალერების წინასწარი დათვალიერების ფუქნცია, ასევე მარტივი რედაქტორი. მისი საშუალებით შესაძლებელია გამოსახულების კორექტირება საჭიროების მიხედვით.
Notcho უფასოდ ვრცელდება, თუმცა მასში ასევე არის ფასიანი ფუნქციებიც.