სიახლეები

iPhone X-ზე მუდმივ მწვანე ხაზს აპროტესტებენ

285views

iPhone X-ის ზოგ მომხმარებელს ეკრანთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, პრობლემა რომელიც Samsung-ის სმარტფონებზე შეინიშნებოდა ხოლმე. ხარვეზი გამოიხატება თხელი, მაგრამ მკაფიო მწვანე ზოლის სახით, რომელიც ეკრანის ზღვარზეა მუდმივად და არ ქრება, არც საგანგებო გადატვირთვის შემდეგ.

ამ პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელებში მინიმუმ 25-მა ადამიანმა მაინც დაწერა:

როდესაც ვთამაშობდი ჩემს ახალ iPhone X-ზე, უცბათ კუთხეში მწვანე ხაზი გაუჩნდა” — ამბობს MacRumors-ის ერთ-ერთი მომხმარებელი მეტსახელად tmiles81.

TheChurch-ის აზრით, ხარვეზი გამოწვეულია — “ელექტრული უკმარისობიდან”, რადგან ყველა დაზარალებულმა განაცხადა, რომ iPhone-ის ყუთიდან ამოღების დროს ეკრანს დეფექტი არ ჰქონია. პრობლემა ყველასთან სმარტფონის ჩართვიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა. არცერთი ფაქტი არ ექვემდებარება ფიზიკურ დაზიანებას.

ასევე აცხადებენ, რომ Apple-მა ამ პრობლემის შესახებ უკვე იცის, მაგრამ ისინი არ ჩქარობენ რაიმე კომენტარის გაკეთებას და ჟურნალისტებს იგნორირებას უკეთებენ. როგორც ჩანს მწარმოებელი აგროვებს ამ ინციდენტების გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაციებს. მომხმარებლები რომლებიც პრეტენზიით მივიდნენ Apple-ში, მათ მაშინვე ახალი სმარტფონი მიიღეს.

Comments

comments

2 Comments

Leave a Response