სიახლეები

iPhone X ყველაზე მსხვრევადი ტელეფონია

333views

Apple სიამაყით აღნიშნავს, რომ iPhone X-ში გამოიყენება დაცული შუშა, რომელიც 50%-ით უფრო გამძლეა, ვიდრე აქამდე გამოყენებული შუშა iPhone 4/4s-ში.

როგორც iPhone X-ის დროპ-ტესტების სერიამ გვიჩვენა, რიგითი მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, გარდა ხმამაღალი კომერციული ლოზუნგისა.

თავისი დასკვნა გამოაქვეყნა კომპანია SquareTrade-მა, რომელიც მომხმარებლებს აწვდის გაფართოებულ გარანტიას ელექტრონულ მოწყობილობებზე. საკუთარი დროპ-ტესტების ჩატარების შემდეგ, კომპანია შემდეგ დაკსვნამდე მივიდა.

iPhone X — ყველაზე მსხვრევადი სმარტფონია Apple-ის პროდუქტებს შორის. მოწყობილობის ვარდნისას არა მარტო უკანა შუშა ტყდება, არამედ ხშირად ასევე ეკრანიც.

ვიდეო-რგოლის გადაღებისას ტესტირებას სამი iPhone X შეეწირა.

რისკების შეფასებისას მოწყობილობამ 90 ქულა მიიღო, შესაძლო 100-დან. გაფართოებული გარანტიის ღორებულება $200 შეადგენს.

ოფიციალურ სერვის-ცენტრებში ეკრანის და უკანა შუშის შეცვლა $549 დაგიჯდებათ.

წყარო: MacRumors

Comments

comments

Leave a Response