სიახლეები

Apple-მა შესაძლოა 2020 წლისთვის Augmented Reality ჰედსეტი გამოუშვას

212views

Apple-ი ააქტიურებს Augmented Reality ჰედსეტის განვითარებას რომელსაც ექნება საკუთარი ეკრანი, ახალი ჩიპი და ოპერაციული სისტემა. ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg-ის რეპორტიორი მარკ ჰარმანი.

Apple-ს გეგმაში აქვს რომ ტექნოლოგია მზად ქონდეს 2019 წლისთვის და უკვე გამოუშვას პირველი პროდუქტი 2020 წლისთვის. თუმცა ამ მიმართულების განვითარება საკმაოდ “აგრესიულად” მიმდინარეობს და ვადები შესაძლოა შეიცვალოს.

ჰედსეტის ოპერაციული სისტემა, რომელიც iOS-ის ბაზაზე იქნება შესაძლოა ერქვას “rOS” (reality operating system).

როგორც tvOS Apple TV-ისთვის, macOS Mac-ებისთვის და watchOS Apple Watch-ისთვის, “rOS” ოპერაციული სისტემა მოსალოდნელია Apple-ის AR ჰედსეტისთვის.

Augmented Reality ჰედსეტი არის ერთ-ერთი Hardware და Software პროექტი რომელზეც Apple-ის ინჟინრები მუშაობენ კოდური სახელით “T288”.

იგივე გუნდი იყო პასუხისმგებელი ARKit-ზეც რომელიც აძლევს საშუალებას დეველოპერებს გამოიყენონ Augmented Reality ტექნოლოგია თავის აპლიკაციებში.

Apple-ის CEO-ს ტიმ კუკის განცხადებით ნებისმიერი მსგავსი ტიპის ჰედსეტი არის მომავალი რამოდენიმე წლის თემა:

“დღესდღეობით შემიძლია გითხრათ რომ თვითონ ტექნოლოგია არ არის იმ დონეზე განვითარებული რომ ხარისხიანი პროდუქტი შეიქმნას. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია რომ ვიყოთ პირველები, ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ ვიყოთ საუკეთესონი და მომხმარებლებმა მიიღონ საუკეთესო გამოცდილება”.

წყარო: MacRumors

Comments

comments

Leave a Response