სიახლეები

ახალი iPad-ები Face ID-ით გამოვა

143views

ანალიტიკოსები უკვე საკმაო ხანია ამტკიცებენ, რომ Apple დანერგავს Face ID-ის ყველა თავის მოწყობილობაში. როგორც ჩანს, ეს მარლე სიმართლე გახდება.

Bloomberg-ის წყაროები იუწყებიან, რომ 2018 წელს ახალი iPad-ებშიც გაქრება Home-ღილაკი და მის სანაცვლოდ Face ID დაემატება. პრინციპში, პლანშეტები უკვე მზად არის ამისთვის: iOS 11-ში ყველა საჭირო ჟესტია დამატებული.

ანგარიშგებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალ პლანშეტებში არ იქნება OLED-ეკრანები. და ასევე ცნობილი ხდება, რომ Apple აპირებს Apple Pencil-ის მეორე თაობის გამოშვებას.

ახალი პლანშეტების გამოსვლა 2018 წლის ბოლომდე მოხდება. უფრო სავარაუდოა, რომ ეს გაზაფხულზე მოხდეს, როდესაც ეფლი წარმოადგენს პლანშეტების განახლებებს.

წყარო: 9to5

Comments

comments

Leave a Response