სიახლეები

ცნობილი გახდა iPhone X-ის ნაწილების თვითღირებულება

537views

თვენახევრის წინ კომპანია iChunt-ის ექსპერტებმა დაახლოებით გათვალეს iPhone X-ის კომპონენტების თვითღირებულება და $412.75 გამოუვიდათ. ყველა დაანგარიშება იმ დროისათვის სუფთა თეორიული იყო.

დღეს კი აპარატი გაყიდვაშია, შესაძლებელია მასზე ხელის შევლება და კომპანია TechInsights-ის სპეციალისტებმა ზუსტად დათვალეს კომპონნტების ღირებულება. $999-იან iPhone X-ში ნაწილები 357 ამერიკული დოლარი ღირს.

შედარებისათვის, iPhone 8-ში ნაწილები 247 დოლარი და 51 ცენტია, iPhone 8 Plus-ში — 288 დოლარი და 08 ცენტი. მართალია, iPhone X-ში არის ცალკეული ნაწილები, რომლებიც გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი აიფონებში.

5.8 დუიმიანი ეკრანის ფასი $65.50-ია (ხოლო თუ გატეხავთ, 200 დოლარი დაგიჯდებათ). iPhone 8-ის ეკრანი ამ დროს 36 დოლარი ღირს.

iPhone X-ში ეფლი მოგების სახით რეკორდულ 642 დოლარს ღებულობს.

მაგრამ!

ამ მოგებას აკლდება კვლევის და შექმნის, რეკლამის და სხვა მრავალი ხარჯი. ესეც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

წყარო: MacRumors

Comments

comments

Leave a Response