სიახლეები

Taylor Swift-ის მომავალი ალბომი Apple Music-ში არ იქნება

257views

Taylor Swift-ის ახალი ალბომი “reputation” Apple Music-ში არ იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც 1 კვირაში გამოვა – იტყობინება Bloomberg-ი.

მსოფლიო ვარსკვლავის გუნდის წევრებმა მუსიკის სერვისებს შეზღუდვის შესახებ შეატყობინეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ალბომის გაყიდვების დაწყებიდან პირველ კვირაში ის ხელმისაწვდომი არ იქნება, ზოგადად კი ახლა მიმდინარეობს კომპანიებთან მოლაპარაკებები მოუსმენენ თუ არა საერთოდ Apple Music-ის მომხმარებლები მის სიმღერებს.

ალბომი “reputation”  საცალო მაღაზიებში 10 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, ასევე ონლაინ მაღაზიებში  – როგორიცაა iTunes-ი. თუ დაელოდებით და არ შეიძენთ, შესაძლებელია ის 17 ნოემბერს Apple Music-შიც მიიღოთ.

Apple-სა და Swift-ის ურთიერთობა 2015 წლიდან გემახსოვრებათ, როდესაც მომღერლის პროდუსერმა Apple Music-ის აღმასრულებელ დირექტორს მიწერა წერილი, მას არ სურდა, რომ Taylor-ის მუსიკები Apple Music-ის მომხმარებლებს 3 თვის განმალობაში უფასოდ მიეღოთ. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი Apple-ის სასარგებლოდ გადაწყდა.

“მე ვფიქრობ ხელოვნებას მნიშვნელოვანი ღირებულება უნდა ჰქონდეს” – განაცხადა Swift-მა.

როგორც ჩანს Taylor-ი უერთდება მომღერალ Adele-ის გადაწყვეტილებას, რომელმაც თავისი ალბომის გაყიდვაში ჩაშვებიდან, 25 დღის შემდეგ დართო ნება მუსიკალურ სერვისებს ჰქონოდათ მისი მხარდაჭერა.

Comments

comments

1 Comment

Leave a Response