სიახლეები

DxOMark-მა 97 ქულით შეაფასა iPhone X-ის კამერის შესაძლებლობები

206views

DxOMark-მა, რომელიც ცნობილია თავისი მობილური (და არა მარტო) მოწყობილობების ფოტო-ვიდეო კამერების შეფასების კონსტრუქციული და რაც მთავარია უმწიკვლო შეფასებებით, ბოლო-ბოლო დაგვდო პატივი და iPhone X-იც შეაფასა. მთელი წყება ტესტების ჩატარების შემდეგ კომპანიის სპეციალისტებმა ეფლის ფლაგმანის კამერა 97 ქულით შეაფასეს. ამ მაჩვენებელზე უფრო მეტი — 1 ქულით — მხოლოდ ერთ სმარტოფნს აქვს, Google Pixel 2-ს.

DxOMark-მა აღნიშნა, რომ iPhone X გაცილებით უკეთ იღებს, ვიდრე iPhone 8 Plus, რამოდენიმე დამატებითი სიახლის წყალობით, რომლებიც ჩამონტაჟებულია კამერის ობიექტივში.

ორმაგი, 12 მეგაპიქსელიანი სენსორი ზუსტად ისეთივე ფართოკუთხოვანი ლინზებისგან შედგება, f/1.8 შუქძალით და ოპტიკური სტაბილიზაციით. ხოლო ტელე-ობიექტივი გაუმჯობესებულია ლინზების ნაკრებით, f/2,4 შუძალით.

გაუმჯობესება შეეხო ასევე წინა კამერასაც. პორტრეტული რეჟიმი და ბოკეს სიმულაცია ცალსახად გაახარებს სელფების მოყვარულებს.

ფოტოს გადაღების თვალსაზრისით iPhone X  101 ქულით შეაფასეს — ეს რეკორდული მაჩვენებელია DxOMark-ის შეფასებების ისტორიაში.

სპეციალისტები განსაკუთრებით მოიხიბლნენ ექსპოზიციის სწორი გაანგარიშებით.

აი ასე გამოიყურება შედარება ძირითად კონკურენტებთან: Google Pixel 2 და Galaxy Note8.

iPhone 8 Plus-სისგან განხვავებით, iPhone X-ში გაცილებით შემცირებულია ხმაურის დონე. მაგალითისათვის DxOMark-ს მოყავს ორი ფოტო, რომლებიც გაკეთებულია ორმაგი ზუმით.

მომენტები, რომლებმაც აშკარად გაანაწყენეს DxOMark-ის წარმომადგენლები — ვიდეოს გადაღების ხარისხი აღმოჩნდა. iPhone X-მა ამ მიმართულებით მხოლოდ 89 ქულა მიიღო, გამოსახულებაში ხმაურის მაღალი დონის გამო. ასევე ავტოფოკუსის და სიმკვეთრის პერიოდული პრობლემების გამო.

მიუხედავად ფოტოების საუცხოო ხარისხისა, iPhone X-მა ვერ შეძლოს ვიდეოში ღირსეული მაჩვენებლების ჩვენება და მეორე ადგილი დაიკავა საუკეთესო სმარტფონების სიაში.

წყარო: DxOMark

Comments

comments

Leave a Response