სიახლეები

DisplayMate: iPhone X-ს ყველაზე ინოვაციური ეკრანი აქვს

205views

ტრადიციულად,  ახალი აიფონის გამოსვლის შემდეგ ავტორიტეტული გამოცემა DisplayMate-ის სპეციალისტები აფასებენ ეკრანის ხარისხს. ასე მოხდა iPhone X-ის შემთხვევაშიც.

ახალმა მოდელმა დადებითი შეფასებები მიიღო და ინდუტრიაში რეკორდები მოხსნა: საუკეთესო ფერის გადაცემა, ყველაზე კაშკაშა ეკრანი და ყველაზე მაღალი კონტრასტულობა. მას ხედვის ყველაზე ფართო კუთხეები აქვს და დაბალი არეკვლის შესაძლებლობა.

მხარეთა ახალი თანაფარდობა და უფრო მაღალი გარჩევადობა

პირველი, რასაც მიაქციეს ყურადღება DisplayMate-ის სპეციალისტებმა — ეკრანის თანაფარდობა 19.5:9-ზე. ეს 22%-ით მეტია, ვიდრე თანაფარდობა 16:9-ზე iPhone-ის წინა თაობის მოდელებზე.

ამის წყალობით, iPhone X-მა მიიღო გარჩევადობა 2.5K (2436×1125) და პიქსელების მაღალი სიმკვრივე — 458 ppi.

დიდი ზომის ეკრანისა და კიდეების დიდი თანაფარდობის  შედეგად, iPhone X-მა მიიღო ახალი ეკრანი მაღალი გარჩევადობით FullHD+ (2436×1125 პიქსელი და 458 ppi გარჩევადობა), რაც 32%-ით უფრო მეტია, ვიდრე HDTV. ეკრანს აქვს დიაფრაგმენული სუბ-პიქსელები და სუბ-პიქსელური რენდერინგი.

ეს უზრუნველყოფს გაცილებით უფრო მაღალი სიმკვეთრის გამოსახულებას, ვიდრე ამის დანახვა ადამიანს შეუძლია ხედვის ტიპურ მანძილებზე — 30 სმ და უფრო მეტი სმარტფონებისათვის, ამიტომ ეკრანი სრულიად მკვეთრად ჩანს.

სმარტფონებისათვის სრულიად ზედმეტია ეკრანის გარჩევადობის კიდევ უფრო მეტი ზრდა, მაგალითად 4K-მდე (3940×2160). ეს ბრიყვული მარკეტინგული რბოლა ფსევდო-ინოვაციებისადმი, სრულიად უსარგებლოა ადამიანებისათვის!

ხედვის კუთხეები

ექსპერტებმა ასევე შეაფასეს ხედვის ძალიან კარგი კუთხეები:

მაშინ, როდესაც სმარტფონი — პირველ რიგში არის მოწყობილობა ერთი ადამიანისათვის, ხედვის კუთხეები კვლავაც ძალიან აქტუალურია. ხედვი კუტხე ხშირად 30% აღწევს და უფრო მეტს, როდესაც ტელეფონი მაგიდაზე დევს.

მაშინ, როდესაც თხევად-კრისტალურ ეკრანებზე როგორც წესი ვხედავთ სიკაშკაშის შემცირებას 55%-ის დონეზე 30 გრადუსზე, iPhone X-ის OLED ეკრანი გვიჩვენებს სიკაშკაშის გაცილებით ნაკლებ ვარდნას (22%-ით 30 გრადუსზე).

ფერთა გადაცემა და ფერის ავტომატური მართვა

მარცხნივ — იდეალური ფერთა გადაცემა, მარჯვნივ — iPhone X

iPhone X მხარს უჭერს ორ ფერთა გამას: sRGB და Rec.709. ამ ეკრანის ახალი ფერთა დიაპაზონი DCI-P3 პირველად გამოჩნდა 4K Ultra HD ტელევიზორებში.

ფლაგმანს შეუძლია ავტომატურად გადართოს სწორ ფერთა გამაზე გამოსახულების ფართო, DCI -P3 დიაპაზონში, ICC-პროფილით.

Night Shift გამორთულია, საშუალო და მაქსიმალური მაჩვენებლები

 

ზოგადად, DisplayMate-ის სპეციალისტები iPhone X-ის ეკრანს თვლიან ყველაზე ზუსტ მოწყობილობად ფერთა გადაცემის თვალსაზრისით. და მას ბაზარზე საუკტესო მაჩვენებლები აქვს.

ექსპერტებმა ამ ეკრანს ეტალონური უწოდეს და მოუწოდეს სხვა მწარმოებლებს სწორება Apple-ზე გააკეთონ. და არა მხოლოდ სმატფონების მწარმოებლებმა, არამედ ტელევიზორებისაც.

წყარო: DisplayMate

Comments

comments

Leave a Response