ხრიკები

როგორ ვნახოთ აკუმლატორის პროცენტი iPhone X-ში

428views

როგორც ვიცით, Apple-ის ახალ ფლაგმანში სამწუხაროდ არ ჩანს აკუმლატორის მუხტის პროცენტული მაჩვენებელი.

ეს დაკავშირებულია ეკრანის ზედა ნაწილის ახალ კონსტრუქციასთან, რის გამოც უბრალოდ ადგილი აღარ დარჩა პროცენტის ხატულას საჩვენებლად.

იმისათვის, რომ გავიგოთ, აკუმლატორის მუხტის რამდენი პროცენტი დაგვრჩა, საკმარისია გავხსნათ მართვის პანელი (Control Center). ამისათვის ჩამოუსვით თითი ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხიდან ქვემოთ და პროცენტი გამოჩნდება.

აი ასე მარტივად, მიჩვევის ამბავია.

Comments

comments

Leave a Response