სიახლეები

iPhone X vs Samsung Galaxy Note 8. რომელი უფრო სწრაფია?

588views

YouTube -არხზე EverythingApplePro გამოჩნდა ახალი ვიდეო-რგოლი, რომელშიც ავტორი ერთმანეტს ადარებს 2017 წლის ორ მთავარ სმარტფონს — iPhone X და Samsung Galaxy Note 8.

ბლოგერმა ჩართო წამზომი და თანმიმდევრულად გახსნა 17 სხვადასხვა აპლიკაცია. თავიდან — ყველა მათგანი „ცივი“ სტარტით გაუშვა, ხოლო შემდეგ — ოპერატიული მეხსიერებიდან.

აპლიკაციების სია ასეთია:

Snapchat
Instagram
Camera
Google Maps
Adobe Photoshop
Minecraft
Mario Run
Asphalt 8
Netflix
GTA San Andreas
Zynga Poker
Amazon
SoundCloud
Yelp
Videoshop

პირველი რაუნდი iPhone X-მა 2 წუთსა და 46 წამში დაასრულა, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ — 4 წუთსა და 45 წამში.

ოპერატიული მეხსიერებიდან გაშვებაზე Apple-ის ფლაგმანმა 1 წუთი და 5 წამი დახარჯა, ხოლო Samsung Galaxy Note 8-ს ამისთვის მხოლოდ 38 წამი დასჭირდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც 6 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება თავის საქმეს აკქეთებს!

სინთეტიკურ ტესტებში iPhone X-მა შუაზე გააპო კონკურენტი. შთამბეჭდავი მონაცემებია.

აი, iOS 11 რომ უფრო მეტად იყოს ოპტიმიზირებული, უფრო კარგ შედეგს მივიღებდით, არა კუკური?

Comments

comments

Leave a Response