სიახლეები

iPhone X-ში შესაძლოა ეკრანის პიქსელები გადაიწვას

209views

მას შემდეგ, რაც Apple-მა გამოუშვა სმარტფონი OLED-ეკრანით, მომხმარებლებს გაუჩნდათ კითხვა, დაეწვება, თუ არა ასეთ ეკრანს პიქსელები. Apple-მა გადაწყვიტა არ გაიმეოროს სხვების შეცდომები და წინასწარ გვაფრთხილებს ამის შესახებ.

აი, რა წერია კომპანიის საიტზე, მხარდაჭერის განყოფილებაში:

თუ შეხედავთ OLED-ეკრანს გვერდიდან, დაინახავთ ფერის მცირე ცვლილებას. ეს დამახასიათებელია OLED-ეკრანებისათვის და ნორმალურად ითვლება.

დიდი ხნის გამოყენების შემდეგ ასეთი ეკრანი გვიჩვენებს მცირე ვიზუალურ ცვლილებას, მაგალითად ნარჩენ გამოსახულებას, ან პიქსელების გადაწვას.

ასევე, მსგავსი შეიძლება მოხდეს ექსტრემალურ შემთხვევებშიც, მაგალითად, როდესაც ეკრანზე მუდმივად ჩანს მაღალკონტრასტული გამოსახულება დიდი ხნის განმავლობაში.

ჩვენ შევიმუშავეთ ეკრანი Super Retina, რათა საუკეთესონი ვიყოთ დარგში OLED-ეკრანების პიქსელების გადაწვის შემცირების თვალსაზრისით.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი არტეფაქტები, კუპერტინო გვირჩევს ვისარგებლოთ ავტოსიკაშკაშის ფუნქციით. ასევე გვირჩევს თავი ავარიდოთ მუდმივად ერთი და იგივე გამოსახულების დიდი ხნით ეკრანზე დატოვებას.

და სტანდარტის მიხედვით, დავაყენოთ ეკრანის დაბლოკვის მოკლე პერიოდი და მუდმივად განვაახლოთ iOS აქტუალურ ვერსიამდე.

წყარო: Apple

Comments

comments

Leave a Response