სიახლეები

მომხმარებლები უკან აბრუნებენ iPhone X-ს მაღაზიაში

569views

საიტმა PhoneArena გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე რამდენიმე მომხმარებელმა უკან დააბრუნა iPhone X მაღაზიაში მას მერე, რაც რამდენიმე დღე ისარგებლა ამ მოწყობილობით.

ერთ-ერთი მომხმარებელი პირველი იყო იმათ რიგებში, ვინც 27 ოქტომებრს წინასწარი შეკვეთა გააკეთა და 3 ნოემბერს მიიღო ახალი მოდელი.

რამდენიმე დღე სარგებლობის შემდეგ მომხმარებელმა გადაწყვიტა კვლავ ისარგებლოს Galaxy Note 8-ით, ვინაიდან კორეული სმარტფონი „მისთვის უფრო მოსახერხებელია“.

კიდევ ერთმა მომხმარებელმა ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება:

მე Apple-ის ტექნიკის დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ iPhone X-მა იმედები გამიცრუა. გასულ პარასკევს (3 ნოემბერი) მე მივიღე ნანატრი სმარტფონი, მაგრამ კვირას (5 ნოემბერს) გადავწყვიტე უკან დამებრუნებინა.

სიმართლე გითხრათ, ნერვებს მიშლის ის კუნძული ეკრანზე და OLED-მატრიცაც დიდი ვერაფერია, ვიდრე ჩემი iPhone 6S-ის ეკრანი. არ მომწონს, რომ აკუმლატორის ხატულას პროცენტები არ აწერია და ვერც ეკრანულ ახალ ჟესტებს მივეჩვიე.

ერთადერთი, რაც iPhone X-ში კარგია — ანიმირებული ემოჯები. მოკლედ, გამოსასვლელი დღეები ჩამეფუშა. მე დავაბრუნე iPhone X მაღაზიაში, მე მეორე ვიყავი, ვინც ეს გააკეთა.

iPhone X-ზე გადასვლა, გასულ მოდელებთან შედარებით, მართლაც მოითხოვს გარკვეულ ადაპტაციას.

Comments

comments

Leave a Response