ენთუზიასტები განაგრძობენ Apple-ის ახალი ფლაგმანის, iPhone X-ის ყოველგვარ შემოწმებას ყველა სახის დაცულობაზე.
YouTube-არხი, EverythingApplePro აგრძელებს ამ ტესტებს. ადრე ჩვენ ვნახეთ მათი ტესტი დარტყმაგამძელობაზე. ამჯერად წამყვანმა გადაწყვიტა სითხეში ჩაეხრჩო ახალი სმარტფონი.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, iPhone X-ის დაცვა საკმარისია წყლის შხეფების, წყლის და მტვრისგან დასაცავად IP67 სტანდარტის შესაბამისად.
გამოქვეყნებულ ვიდეოში ბლოგერმა ტესტი სამ ნაწილად გაყო.
თავიდან მან iPhone X მოათავსა ღრმა შუშის კოლბაში და ტაიმერი ჩართო. ტესტი 35 წუთი გრძელდებოდა და სმარტფონმა ადვილად გაუძლო ამ ტესტს. ის განაგრძობდა მუშაობას წყალშიც კი.
ბლოგერს ეს არასაკმარად მოეჩვენა და მეორე ტესტი წამოიწყო. ის მივიდა მდინარესთან, iPhone X-ის ექსტრემალურ პირობებში გამოსაცდელად. წამყვანმა ტეელფონი მოათავსა 20 ფუტის (6 მეტრი) სიღრმეზე რამდენიმე წუთით. Apple-ის ფლაგმანმა ამჯერადაც არ შეირცხვინა თავი და შეძლო მუშაობა.
და ბოლოს, წამყვანმა ჯერ გამორთული ტეელფონი სარეცხ მანქანაში ჩააგდო, სპეციალური კონტეინერის საშუალებით, ხოლო შემდეგ — დამცავი შალითის საშუალებით. შედეგი იგივეა — iPhone X-მა უპრობლემოდ გადალახა ეს მძიმე გამოცდაც.
სამწუხაროდ, წამყვანმა არ გვიჩვენა, რამდენად ნორმალურა დმუშაობდა Face ID ამ ყველაფრის შემდეგ. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგადაა.