სიახლეები

Apple-მა უფლება მისცა უცხო დეველოპერებს მიიღონ ინფორმაცია Face ID-დან

169views

Apple ამტკიცებს, რომ საიმედოდ ინახავს Face ID-ის მონაცემებს და არსად არ გადასცემს. Reuters ასე არ თვლის.

გამოცემის ინფორმაციის თანახმად, დეველოპერებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა სახის ანაბეჭდის მონაცემების ნაწილზე. სამოქალაქო უფლებების ამერიკული კავშირი და დემოკლრატიის ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამენ ამის შესახებ.

ექსპერტები თვლიან, რომ TrueDepth კამერებიდან შესაძლებელია კონფიდენციალური მონაცემების მოხსნა. და სწორედ Apple-მა მისცა ამაზე თანხმობა, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივი.

წყაროები ამტკიცებენ, რომ სმარფონის განბლოკისათვის ეს ინფორმაცია საკმარისი არ იქნება. სავარაუდოა, რომ ის მხოლოდ სარეკლამო მიზნებისათვის იქნება გამოყენებული.

წყარო: Engadget

Comments

comments

Leave a Response