სიახლეები

iPhone X-ის პირველი ქრაშ-ტესტები (ვიდეო)

274views

პოპულარულმა YouTube-არხმა EverythingApplePro ერთ-ერთმა პირველმა ჩაატარა ეფლის ახალი ფლაგმანური ტელეფონის ქრაშ-ტესტი.

თავის ვიდეო-რგოლში წამყვანი ჯერ ცდის iPhone 8-სა და iPhone X-ს დამცავ შალითებში. ასეთ ვარდნებს ბეტონის იატაკზე ტეელფონები მშვენივრად უძლებენ.

შემდეგ გამოცდა გაგრძელდა შალითების გარეშე. iPhone 8-მა და iPhone X-მა უპრობლემოდ გაუძლეს მყარ, ბეტონის იატაკზე ვარდნას 1 მეტრი სიმაღლიდან.

სამაგიეროდ ადამიანის სიმაღლიდან ვარდნას მერვე აიფონმა ვერ გაუძლო და უკანა ხუფი სრულიად დაიმსხვრა.

ამასობაში iPhone X-მა 1 მეტრი და 75 სანტიმეტრი სიმაღლიდან ვარდნას გაუძლო და გადარჩა.

იმავე სიმაღლიდან წიბოზე ვარდნა iPhone 8-სთვის ასევე საწყალობლად დასრულდა, ხოლო iPhone X-მა ფოლადის დამცავი სალტეს წყალობით კვლავ გაუძლო დარტყმას.

და ბოლოს, iPhone 8 ეკრანით ქვემოთ დაცემას უძლებს, iPhone X-იც ასევე გამძლეა. ჩვენ სასიამოვნოდ გაოცებულნი დავრჩით.

თუმცა ტესტირების განმავლობაში iPhone X-მა მაინც მიიღო დაზიანება და Face ID-ის სენსორები მწყობრიდან გამოვიდა. სახთ სმატფონის განბლოკვა შეუძლებელი გახდა.

ჩვენ მაინც გირჩევთ, რომ ფრთხილად და აკურატოულად მოეპყროთ თქვენს სანუკვარ iPhone X-ს. ჩვენ გაგფრთხილეთ!

მაგრამ ახალი მოდელის დარტყმაგამძელობა განსაცვიფრებელია. Apple, როგორ აკეთებ ამას? ასწავლე კონკურენტებსაც 😉

წყარო: EverythingApplePro

Comments

comments

1 Comment

Leave a Response