სიახლეები

iFixit: iPhone X საკმაოდ ადვილად შეიძლება გარემონტდეს

275views

როგორც იქნა, iFixit-ის სპეციალისტებმა ხელთ იგდეს iPhone X. და ჩვენთვის ცნობილი გახდა ახალი სიეხლეები ეფლის ფლაგმანური სმარტფონის შესახებ.

პირველი საინტერესო სიახლე — ორუჯრედიანი აკუმლატორი. ეს პირველი ასეთი სახის აკუმლატორია iPhone-ში. აკუმლატორის ორივე ნაწილის მოცულობა — 2716 მა/წმ-ია, უფრო მეტი, ვიდრე აქვს iPhone 8 Plus-ს (2691 მა/წმ).

ექსპერტების მოსაზრებით, აკუმლატორის ახალი ფორმა უფრო გამიზნულია სივრცის დაზოგვაზე, ვიდრე ავტონომიურობის გაზრდაზე. აკუმლატორის შეცვლილი ფორმის წყალობით, სისტემური დაფა 30%-ით ნაკლებია, ვიდრე iPhone 8 Plus-ში.

iFixit-მა ასევე გვიჩვენა, თუ რა კომპონენტებისაგან შედგება Face ID.

აქ არის ინფრაწითელი კამერა, განათების სისტემა (flood illuminator) და წერტილოვანი პროექტორი (dot projector). ყველა ერთად ქმნის სამგანზომილებიან ნიღაბს და ვირტუალურად აპირისპირებს მას მომხმარებლის სახეზე იდენტიფიცირებისათვის.

iFixit-მა აღნიშნა, რომ ეკრანისა და აკუმლატორის შეცვლა — სმარტფონის დიზაინის პრიორიტეტია. ამიტომ ამ მოდელის რემონტი რთული არ იქნება და Face ID-ის სენსორებიც კი არ დაზიანდება.

რაც შეეხება უკანა პანელის შეცვლას, მასთან ერთად მოგვიწევს სხვა, მასზე მიმაგრებული კომპონენტების შეცვლაც. ეს ცოტათი ართულებს აწყობის პროცესს.

ჯამში iFixit-მა Apple-ის ახალ ფლაგმანურ მოდელს მიანიჭა ფრიად მშვენიერი ქულა — 6/10.

წყარო: iFixit

Comments

comments

Leave a Response