სიახლეები

Face ID-ის ინფრაწითელი კამერის მომნუსხველი მზერა

173views

iPhone X-ის მთავარი სიახლე — რასაკვირველია მისი სახის ახალი სკანერი Face ID-ია. ჯერ კიდევ პრეზენტაციაზე Apple-მა მოგვითხრო, რომ მუშაობის დროს სენსორი TrueDepth ასხივებს 30 000 წერტილს ინფრაწითელ სპექტრში, მფლობელის სახის ამოცნობის მიზნით.

ინფრაწითელი გამოსხივებას ადამიანი ვერ ხედავს, სპეციალური აპარატურის გარშე. ამიტომ The Verge-ის ჟურნალისტებმა აიღეს IR-კამერა და გადაწყვიტეს დაენახათ ის, რისი დანახვაც შეუძლებელია.

თქვენ უყურებთ iPhone X-ის ეკრანს და ამ დროს თქვენს სახეზე პროეცირდება ათასობით მცირე წერტილი:

ცოტა საშიშად გამოიყურება, არა?

საინტერესოა, მავნებელია, თუ არა ასეთი გამოსხივება ადამიანისათვის? მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ ტიპის გამოსხივება არანაირ ნეგატიურ ზემოქმედებას არ ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. კოსმეტოლოგები საერთოდ მზად არიან ლოყები დაუკოცნონ ტიმ კუკს ამ სკანერისათვის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ iPhone X-მა გაიარა ყველა საჭირო შემოწმება და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატები, შეგვიძლია არ ვიდარდოით უსაფრთხოების თვალსაზრისით.

Comments

comments

Leave a Response