სიახლეები

iPhone X-ის აკუმლატორი დიდხანს ძლებს

427views

iPhone X-ის გაყიდვების ეიფორია უკან მოვიტოვეთ. ყველა, ვისაც უნდოდა ამ სმარტფონის ყიდვა — იყიდა. ახლა მოვიდა დრო გავერკვეთ, თუ რისი თავი აქვს Apple-ის ფლაგმანს.

და პირველი, რაც მომხმარებელს აინტერესებს, სულაც არ არის Face ID, ანიმირებული ემოჯი, ან ლამაზი კორპუსი. ტელეფონის აკუმლატორი თუ არ იმუშავებს ღირსეულად, არავის სჭირდება ეგეთი მოწყობილობა.

TomsGuide-ის ჟურნალისტებმა გამოიკვლიეს iPhone X-ის ავტონომიური მუშაობის ხანგძლივობა და შეადარეს ანალოგიურ კონკურენტებს: Google Pixel 2 XL, iPhone 8 Plus, Samsung Galaxy S8+, iPhone 8 და LG V30.

ყველა მოწყობილობის ტესტირებისას ისინი დაკალიბრდა სიკაშკაშის მიხედვით, 150 ნიტზე. iPhone X-ისთვის სიკაშკაშე დაყენებული იყო სტანდარტულ 54%-ზე.

აკუმლატორის მუშაობის შესაფასებლად ჟურნალისტებმა შეარჩიეს ტესტი ინტერნეტის მოხმარებაზე.

iPhone X-ის შედეგი — 55 წუთით უფრო ხანგძლივად მუშაობს, ვიდრე iPhone 8 და 27 წუთით უფრო ნაკლები, ვიდრე iPhone 8 Plus.

ყველაზე კარგი დრო აჩვენა Google-ის უახლესმა სმარტფონმა, Pixel 2 XL, რომელმაც 12 საათი და 9 წუთი იმუშავა.

Apple-ისგან ამიერიდან მხოლოდ ერთს ველოდებით — iPhone X-ის ადექვატურ მუშაობას ზამთარში, სიცივეში. სიმართლე უნდა ითქვას, ეფლის ტექნიკას დიდად არ უყვარს ზამთრის სიცივე.

წყარო: TomsGuide

Comments

comments

Leave a Response