სიახლეები

ჰაკერებმა შეტეხეს iOS 11.1, 195 ათას დოლარად

250views

ყოველწლიურად ასობით ჰაკერი ესწრება მობილური მოწყობილობების, საოპერაციო სისტემებისა და აპლიკაციების შეტეხვის კონკურსს, Pwn2Own. წელს ჰაკერების წინ ამოცანა იდგა შეეტეხათ შემდეგი მოწყობილობები:

  • Huawei Mate 9 Pro;
  • Google Pixel;
  • Samsung Galaxy S8;
  • iPhone 7.

ჯამური საპრიზო ფონდი 500 000 ამერიკული დოლარი იყო.

iOS 11.1-ის შეტეხვისას, რომელიც დაყენებული იყო iPhone 7-ზე, ჰაკერებმა გამოიყენეს უსადენო Wi-Fi ქსელის მოწყვლადობა. შეტეხვისათვის ჰაკერების გუნდმა Tencent Keen Security Lab (TKSL) 110 000 დოლარი მიიღო.

iOS 11.1-ის უსაფრთხოების მეორე მოწყვლადობა აღმოჩენილი იქნა მობილურ ბრაუზერში Safari. მან კონკურსანეტებს დამატებით 60 000 დოლარი მოუტანა. სულ ნაპოვნი იქნა ოთხი მსხვილი მოწყვლადობა, რომელთა საშუალებითაც ჰაკერებმა შეძლეს მავნე კოდის დაყენება მოწყობილობაზე.

ყველაზე დაუცველი iOS 11.1-ში აღმოჩნდა ბრაუზერი. მისი შეტეხვა კიდევ ერთმა ჰაკერმა შეძლო, რიჩარდ ჟუმ. და ამისთვის 25 000 დოლარი მიიღო.

მოწყვლადობები აღმოჩენილია აგრეთვე Samsung Galaxy S8-ში და Huawei Mate 9 Pro-ში. ამ მოწყობილობების შეტეხვაზე კონკურსანტებმა 350 000 დოლარი მიიღეს.

Apple თანამშრომლობს Pwn2Own-ის წარმოამდგენლებთან, ამიტომ ყველა ნაპოვნი მოწყვლადობა უკვე გადაცემულია კომპანიაში. 90 დღის განმავლობაში Apple ვალდებულია გაასწოროს iOS 11.1-ის ყველა პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში Pwn2Own გამოაქვეყნებს ინფორმაციას მათ შესახებ ქსელში.

წყარო: SB

Comments

comments

Leave a Response