მიმოხილვა

Apple-ის 2017 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები

301views

გუშინ, 2 ნოემბერს, Apple-მა გამოაქვეყნა 2017 წლის ბოლო, მეოთხე კვარტლის ფონანსური შედეგები. შეგახსენებთ, რომ  Apple-ის ფინანსური წელი 1 ოქტომბერს იწყება და 30 სექტემბერს მთავრდება. ასე რომ ამჟამად ჩვენ განვიხილათ ივლისი-აგვისტო-სექტემბრის შედეგებს.

მაშ ასე, მეოთხე კვარტლის ძირითადი მაჩვენებლები. გაყიდული მოწყობილობები:

  • 46,7 მილიონი iPhone (3%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე კვარტალში);
  • 10,3 მილიონი iPad (11%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე კვარტალში);
  • 5,4 მილიონი Mac-კომპიუტერი (10%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე კვარტალში).

ამონაგებში ზრდამ შესაბამისად შეადგინა: 2%, 14% და 25%. ჰმმ, არაა ურიგო!

ფინანსური შედეგები:

  • ამონაგები: 52,6 მილიარდი დოლარი (12%-იანი ზრდა);
  • მოგება 10,7 მილიარდი დოლარი (9.7%-იანი ზრდა).
გრაფიკი, სადაც კარგად ჩანს Apple-ის ხელახალი ზრდა — ამონაგების მატება კვარტალურ ჭრილში

ახლა მოდი გავაანალიზოთ ეს მაჩვენებლები უფრო დეტალურად

ტრადიციულად, საინტერესოა ვნახოთ ამ კვარტალში გაყიდული iPhone-ების ე.წ. average selling price (ASP, საშულო შეწონილი გასაყიდი ფასი). ერთი წლის წინ ASP იყო 619 დოლარი, გასულ კვარტალში — 606 დოლარი, ხოლო ამ კვარტალში — 618 დოლარი. რას გვეუბნება ეს ჩვენ? ჯერ ერთი, უნდა გვახსოვდეს, რომ უფრო ძვირადღირებული iPhone X-ის გაყიდვები ამ კვარტლის შედეგებში არ შედის, მათი გაყიდვები უკვე 2018 წლის პირველ კვარტალში დაიწყება, 3 ნოემბრიდან. iPhone 8 და iPhone 8 Plus მეოთხე კვარტალში მხოლოდ 8 დღე იყიდებოდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ ASP-ს მაჩვენებელი გაიზარდოს. უფრო მეტიც, მაჩვენებელი წინა წლის იგივე კვარტალთან შედარებით 1 დოლარითაც კი შემცირდა, თუმცა iPhone 8/8 Plus-ის ფასმა 50 დოლარით იმატა (მეხსიერების მინიმალური მოცულობის 64 გბაიტამდე ზრდასთან ერთად). შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ რომ მეოთხე კვარტალში ძალიან კარგად იყიდებოდა iPhone 7/7 Plus მოდელები, რომლებზეც ძალიან კარგი ფასდაკლებები გამოცხადდა მერვე აიფონის გაყიდვების დაწყებამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, განახლების ციკლის კვარტალი მოდის და შესაბამისად პროგნოზები შემდეგ კვარტალზე — 84-87 მილიარდი დოლარი იქნება. სხვათაშორის, ეფლს უფრო მეტის გაყიდვის შანსი აქვს, სამაგიეროდ ამდენი ერთეულის დამზადება ვერ ხერხდება.

ძალიან საინტერესო ზრდა აჩვენა iPad-მა, რომელიც მრავალმა ანალიტიკოსმა უკვე გამოიტირა და დამარხა კიდევაც. ASP iPad-ების შემთხვევაში 467 დოლარია, მესამე კვარტალში — 434 დოლარი, რაც მეტყველებს ბაზრის დადებით რეაქციაზე iPad 10.5-ზე (რეალურად, ეს მოდელი ამ ეტაპზე უკონკურენტოა). აქვე დავამატებდი, რომ კონკურენტების პლანშეტების ბაზარი მართლაც რომ მკვდარია და მსოფლიოში მხოლოდ ერთი პლანშეტი არსებობს, iPad.

Mac-კომპიუტერებსაც შესანიშნავი წელი აქვთ და კონკრეტულად ეს კვარტალი გამორჩეულია — იმის გარდა, რომ რაოდენობრივი მაჩვენებლები 10%-ით გაიზარდა, თანხაში ზრდა 25%-ია. ახალი Macbook Pro-ები ძალიან კარგად იყიდება, ASP-მ 1331 დოლარი შეადგინა. არადა იყო დრო, როდესაც ინტერენტში მავანნი გვიმტკიცებდნენ, რომ Microsoft Surface მთლიანად გადაყლაპავს Mac-ების ბაზარს და არც კი დაასლოკინებსო. მოკითხვა რედმონდელ მეოცნებეებს კუპერტინოდან 😉

საშუალო შეწონილი ფასი პროდუქტების კატეგორიების მიხედვით

ორი კატეგორია, რომელსაც Apple ცალკე გამოყოფს — „სხვა პროდუქტები“ და „მომსახურება“. „სხვა პროდუქტები“, როგორც ცნობილია, მოიცავს Apple TV, Apple Watch, Airpods, Beats და iPod-ს და ამ კატეგორიაში ზრდამ გასული წლის იგივე კვარტალთან შედარებით 36% შეადგინა. Apple კვლავ არ გვიმხელს Apple Watch-ის გაყიდვების მონაცემებს, რაც რასაკვირველია ბევრს აინტერესებს, მაგრამ ტიმ კუკმა კვლავ განაცხადა, რომ გაყიდვები 50%-ით გაიზარდა წინა კვარტალთან შედარებით. ამიტომ ზრდის გრაფიკი ასე გამოიყურება:

Apple Watch-ის გაყიდვები ბეზოსის შკალის მიხედვით

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ნიშნავს 3-3.5 მილიონ გაყიდულ ერთეულს კვარტალში. „მომსახურება“. გაიზარდა 36%-ით, 8.5 მილიარდ დოლარამდე. აქ შედის ყველაფერი ის, რაშიც  Apple ჩამორჩება სხვა დანარჩენებს — ხელმოწერა სხვადასხვაბაირი ღრუბლოვანი სერვისებზე (უკვე 210 მილიონი ხელმომწერის სახით). ამ კვარტალში ეს რიცხვი 25 მილიონით არის გაზრდილი. Apple Pay-ს ტრანზაქციების ზრდამ 300% შეადგინა. შედეგად ეფლის მიზანი რომ ამ მიმართულებით წლიური ამონაგები 50 მილიარდი დოლარის მაჩვენებელზე გავიდეს, 2020 წლისთვის იქნება მიღწეული.

რაც ასევე ძალიან საინტერესოა — ზრდა ფიქსირდება ჩინეთში, რომელშიც ეფლის სამომავლო მიღწევები ძალიან სათუო ჩანდა ზოგიერთი ანალიტიკოსისათვის. ამონაგები ჩინეთში 12%-ით გაიზარდა, ისევე როგორც iPhone-ების გაყიდვები, რომლის მატებაც ორნიშნა მაჩვენებლით არის გამოხატული (და არ დაგავიწყდეთ, რომ iPhone X-ის გაყიდვები ამ ანგარიშგებაში არ არის შესული). iPad-ების გაყიდვები ჩინეთში ასევე გაიზარდა 25%-ით! და „მომსახურება“-ც კი მატულობს ამ რეგიონში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინელი მომხმარებელი ნელ-ნელა Apple-ის ეკოსისტემის ერთგული ხდება.

Apple-ის გაყიდვები რეგიონების მიხედვით

და ბოლოს, მაჩვენებელი, რომელიც ყველაზე მეტად არის საოცარი — შემდეგი კვარტლის ამონაგებს Apple ელოდება 84-87 მილიარდი დოლარის ოდენობით. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 78 მილიარდი დოლარი იყო. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფინანსური წლის პირველი კვარტალი ემთხვევა საახალწლო/საშობაო შოპინგის დროს და შესაბამისად გაყიდვები ამ დროს ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზეა. მეორე, მესამე კვარტლები შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება ხოლმე. ამას კიდევ ხელზე იხვევენ ინტერნეტში მრავლად არსებული „ანალიტიკოსები“, რომლებიც სიხარულით გვამცნობენ, თუ როგორ ცუდად აქვს საქმე Apple-ს და როგორი განწირულია ის.

It never ends, this shit.

წყარო: apple.com

Comments

comments

1 Comment

Leave a Response