სიახლეები

iPhone X-ის განბლოკვა მძინარეზეც შეიძლება

325views

გუშინ ჩვენ ვნახეთ, როგორ ტესტავდნენ Apple-ის უახლეს სმარტფონს ტყუპები, და მართალია კომპანია ადასტურებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სკანერი შესაძლოა შეცდეს, Gizmodo-ს ჟურნალისტებმა შეძლეს დაცვის გვერდის ავლა კიდევ ერთი ხერხით.

თუ გადაწყვითეთ iPhone X-ის შეძენა — ემზადეთ უძილო ღამეებისათვის. ნებისმიერ მსურველს შეუძლია განბლოკოს სმარტფონი, უბრალოდ მისი თქვენს სახესტან მოტანით.

Face ID ამ შემთვევაში ნაკლებ ეფექტური გამოდის, ვიდრე Touch ID, ბოროტმოქმედს არც კი დასჭირდება მფლობელთან შეხება. თუმცა, ამისათვის საჭიროა, რომ ტელეფონში გამორთული უნდა იყოს სპეციალური ოფცია, რომელიც თვალყურს ადევნებს მზერას.

ერთადერთი რაც გვამშვიდებს — რომ საჭიროა ერთდროულად რამდენიმე პირობის შესრულება.

ჯერ ერთი, თქვენ უნდა გეძინოთ „საჭირო პოზაში“, ხელებით სახე არ უნდა გქონდეთ დაფარული. მეორეც, Gizmodo-ს ტესტში ჟურნალისტმა შეძლო Face ID-ის მოტყუება წინასწარ სტუდიური მაკიაჟის სახეზე დატანებით (იხ. ვიდეო).

Testing the Apple X Face ID

We've got the iPhone X in the studio and are testing just how easily we can fool Face ID

Posted by Gizmodo on Dienstag, 31. Oktober 2017

სატელევიზიო გრიმის შემადგენლობაში შედის ტიტანის დიოქსიდი, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს Face ID სკანერი და ამცირებს ამოცნობის სიზუსტეს.

ბოლო საინტერესო მომენტი: ულტრაიისფერი სათვალეების შემთხვევაში ტესტი ასევე ჩაფლავდება. iPhone X-მა ვერ შეძლო ჟურნალისტის სახის ამოცნობა, როდესაც ამ უკანასკნელს ასეთი სათვალე ეკეთა. თუმცა Apple-მა თავის დროზე გაგვაფრთხილა, რომ სმარტფონი შეძლებდა სათვალეებთან მუშაობას, თუმცა ნებისმიერთან არა.

წყარო: GizModo

Comments

comments

Leave a Response