თითქმის ერთი წლის განმავლობაში თემატური გამოცემები მისხალ-მისხალ აგროვებდნენ ინფორმაციას iPhone X-ის შესახებ. არაერთი საკამათო თემა წარმოიშვა ამ დროის გამნავლობაში Touch ID-ის გარშემო.
ინსაიდერების მოსაზრებით, iPhone X-ში შესაძლოა ყოფილიყო:
- თითის ანაბეჭდების სკანერით გვერდითა წიბოზე;
- თითის ანაბეჭდების სკანერით უკანა კედელზე;
- თითის ანაბეჭდების სკანერით ეკრანში ჩამონტაჟებით.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველას მყარად სჯეროდა ჩარჩოს გარეშე მოდელის არსებობისა, ჭორების შემგროვებლებს ესმოდათ, რომ Touch ID-ის სტანდარტული განლაგება ახალ მოდელში შეუძლებელია.
ეფლის აპარატურული უზრუნველყოფის ვიცე-პრეზიდენტთან, დენ რიჩიოსთან საუბრის შემდეგ, პორტალმა TechCrunch გაარკვია საინტერესო დეტალები.
iPhone X-ის შექმნისას Apple-მა თავიდანვე უარი თქვა დაქტილოსკოპიურ სენსორზე. არცერთი ზემოთ მოყვანილი ვარიანტი არც კი გატესტილა საწარმოო პროტოტიპეპბზეც კი.
წყარო: MacRumors