სიახლეები

Face ID ვერ ხედავს სხვაობას ტყუპებს შორის. თითქმის

672views

ჯერ კიდევ სექტემბერში Apple-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ მოუხედავად Face ID-ის ბრწყინვალე მუშაობისა სახის ამოცნობის საკითხში, სკანერი ვერ შეძლებს ტყუპების სახეების გარჩევას.

ერთი თვის წინ ეს დასკვნა თეორიად რჩებიდა, მაგრამ iPhone X-ის გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებმა შეძლეს სკანერის მუშაობის შემოწმება. და შედეგები არაერთგვაროვანია.

ტესტირება ერთდროულად სამმა გამოცემამ მოაწყო: Business Insider, Mashable და The Wall Street Journal.

Mashable-მა სამი წყვილი ტყუპი მიიწვია ტესტირებაზე, Face ID-ის მუშაობის შესამოწმებლად. ტესტირება სამ ეტაპად მიმდონარეობდა:

  • სკანერის პირველადი მორგება;
  • iPhone X-ზე სახეის ამოცნობა მფლობელი-ტყუპისცალის მიერ;
  • სახის ამოცნობა მეორე ტყუპისცალის მიერ.

Mashable-ის ტესტში მოხერხდა Face ID-ის მოტყუება. ტესტი ხელახლა განმეორდა და კვლავ იგივე შედეგით.

ხოლო The Wall Street Journal-ის ტესტში iPhone X-მა შეძლო Face ID-ით თავის დაცვა. მოწვეულმა წყვილმა ზუსტად იგივე ნაბიჯები გაიმეორა, მაგრამ უშედეგოდ.

Face ID სკანერმა შეძლო მათი ერთამნეთისგან გარჩევა, თუმცა როგორც ტყუპები აღნიშნავენ, მათ ოჯახის წევრებიც კი ვერ არჩევენ ერთმანეთისაგან. როგორც ჩანს, iPhone X-მა ჩვენს შესახებ უფრო მეტი იცის.

წყარო: Mashable

Comments

comments

2 Comments

Leave a Response