მობილური მოწყობილობების წარმადობის გაზომვის აპლიკაციის, AnTuTu-ს ავტორები რეგულარულად ახდენენ ფლაგმანური სმარტფონების წარმადობის მონიტორინგს.
ერთი თვის წინ ყველაზე მძლავრი გაჯეტების სიაში ლიდერი OnePlus 5 იყო. მეორე ადგილზე HTC U11 გავიდა.
მაგრამ ბაზარზე iPhone 8-ისა და iPhone 8 Plus-ის გამოსვლას არ შეეძლო არ შეეტანა კორექტივები რეიტინგშ. განახლებულ სექტემბრის სიაში სიის ლიდერი Apple-ის ორივე სმარტფონი აღმოჩნდა.
iPhone 8 Plus-მა 217210 ქულა დააგროვა და OnePlus 5-ს 36000 ქულით გაუსწრო. მეორე ადგილზე iPhone 8 გავიდა 209113 ქულით.
iOS მოწყობილობათა შორის რეიტინგს 10.5 დუიმიანი iPad Pro უდგას სათავეში 230591 ქულით.
სამხრეთკორეული ფალგმანები, Galaxy Note8, S8 და S8+ ლიდერთა ხუთეულში შედიან.
Apple პირველი კომპანიაა, რომლის მოწყობილობებმაც პირველებმა გადალახეს 200000-იანი ბარიერი.
წყარო: AnTuTu