სიახლეები

ტიმ კუკის კომენტარი მისი გადადგომის შესახებ

226views

Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი არ აპირებს გადადგომას უახლოეს პერიოდში, თუმცა უკვე დაიწყო თავისი შემცვლელის მომზადება. ამის შესახებ კომპანიის ტოპ-მენეჯერმა განაცხადა ინტერვიუში გამოცემასთან BuzzFeed.

კუკმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ მის ნაცვლად კომპანიას ანჯელა არენდსი უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად კომპანიაში საცალო გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტია. კუკის განცხადებით, მას არ ყავს ფავორიტი, რომელშც ხედავს ეფლის მომავალ ერთპიროვნულ მმართველს. კომპანიისთვის უკეთესია, თუ პრეტენდენტი რამდენიმე იქნება.

„ჩემი როლი კომპანიაში, როგორც გენერალური დირექტორის იმაში მდგომარეობს, რომ მოვამზადო რაც შეიძლება მეტი ადამიანი ამ თანამდებობისათვის, — ხაზი გაუსვა ტიმ კუკმა. — ეს ის არის, რაც მე შემიძლია ჩემი მხრიდან გავაკეთო. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას დირექტორთა საბჭო მიიღებს“.

მიუხედავად კუკის ორჭოფული პასუხისა და ანჯელას ამბიციებისა, სწორედ ის არის, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ძირითადი პრეტენდენტი ამ თანამდებობაზე.

Comments

comments

Leave a Response