სიახლეები

iOS 11.1-ში iPhone 40%-ით დიდხანს მუშაობს (ვიდეო)

500views

Apple აგრძელებს საოპერაციო სისტემა iOS 11.1-ის ტესტირებას და უშვებს ბეტა ვერსიებს. მომხმარებელთა მთავარი მოთხოვნა (გარდა ათობით ხარვეზის აღმოფხვრისა), რჩება აიფონის ავტონომიურობის გაზრდა.

ბლოგერმა iDeviceHelp გადაწყვიტა შეემოწმებინა სამი აიფონის მუშაობა და ამისათვის გატესტა iOS 11.1-ით და iOS 11.0.3-ით.

ერთნაირი სიკაშკაშის დონით და ტაიმერით დაიწყო ტესტირება.

iOS 11.0.3-ის ავტონომიური მუშაობის დრო:

  • iPhone 6 Plus – 4 საათი და 45 წუთი;
  • iPhone 7 Plus – 4 საათი და 5 წუთი;
  • iPhone 8 Plus – 4 საათი და 40 წუთი.

iOS 11.1-ის ავტონომიური მუშაობის დრო:

  • iPhone 6 Plus – 7 საათი და 40 წუთი (+2 საათი და 55 წუთი);
  • iPhone 7 Plus – 6 საათი და 50 წუთი (+2 საათი და 45 წუთი);
  • iPhone 8 Plus – 8 საათი და 55 წუთი (+4 საათი და 15 წუთი).

საშუალოდ, ყოველი მოდელი 40%-ით უფრო დიდხანს მუშაობს. როგორც ჩანს, Apple-მა გაასწორა ხარვეზების დიდი ნაწილი.

დეტალების სანახავად იხილეთ ვიდეო:

Comments

comments

Leave a Response