iPhone X-ში ფიზიკური ღილაკის გაქრობის შემდეგ, Apple-ის დიზაინერებს მოუწიათ უამრავი ფუნქცია სხვანაირად დაენერგათ, ერთ-ერთი აპლიკაციიდან აპლიკაციებში გადასვლაა. ასევე ეს საკითხი შეეხო — Siri-ს, რომელიც ღილაკზე დაჭერით ირთვებოდა.
დეველოპერ სებასტიან დე სიითის მიერ დადებული ვიდეოდან თუ ვიმსჯელებთ, ასეთი გადასვლის ფუნქცია არა მარტო iPad-ს ექნება, არამედ უკვე iPhone X-საც. სმარტფონის შემთხვევაში მხოლოდ ერთი თითი არის საჭირო. გახსნილი აპლიკაციებში გადაადგილებისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი მხრიდან მეორე მხარეს თითის მარტივი გადასმა. პროცესი ძალიან გლუვი და ინტუიტიურია.
iPhone X-ის თითქმის ყველა სამართავი ფუნქცია ჟესტებზეა აგებული. მთავარ ეკრანზე ნებისმიერი გაშვებული აპლიკაციიდ უკან გამოსვლა მხოლოდ “სვაიპით” იქნება შესაძლებელი, ხოლო — მულტიტასიცირების მენიუ იგივე ქმედებას იტოვებს, მაგრამ უკვე 3D შეხების ფუნქციით.