სიახლეები

iOS 11-ის კალკულატორი უღმერთოდ ურევს

643views

თქვენ უკვე შეეგუეთ იმ აზრზს, რომ iOS 11 — ყველაზე უხარისხო და პრობლემური მიკროკოდია, რომელიც ოდესმე Apple-ს გამუშვია?

არა? მაშინ აჰა თქვენ კიდევ ერთი უცნაურობა, რომელიც ტვინს აგიმღვრევთ. განსაკუთრებით მათ, ვინც ციფრებისადმი გულგრილი არ არის.

რა სჭირს iOS 11?

  1. გაუშვით კალკულატორი;
  2. მიუმატეთ ერთმანეთს რიცხვები 1+2+3 (მნიშვენელოვანია, რომ ეს გააკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად);
  3. აბა? მიიღეთ 6? არა?

 

რატომ ხდება ასე?

როგორც ჩანს, Apple-ს იმდენად სურდა iOS 11 გაეხადა „ყველაზე სრულყოფილი სისტემა“, რომ ოდნავ ზედმეტი მოუვიდა ანიმაცია.

კალკულატორში მონაცემების სწრაფად შეტანისას ის უბრალოდ ვერ ასწრებს ანიმაციის დასრულებას. შედეგად 1+2+3 ნაცვლად, რარაც მომენტში სისტემა ფიქრობს, რომ თქვენ შეიტანეთ 1+23 და გაძლევთ შესაბამის შედეგს.

ბარაქალა, კუპერტინო!

წყარო: Reddit

Comments

comments

Leave a Response