კომპანია Apple-მა 20 ოქტომბერს გახსნა თავისი მორიგი საფირმო მაღაზია Apple Michigan Avenue, ჩიკაგოს სანაპიროზე, გვატყობინებს AppleInsider.
სავაჭრო ცენტრის გახსნაზე, რომელიც 6000 კვადრატული მეტრია, კომპანიის გენერალური დირქტორი, ტიმ კუკი სიტყვით გამოვიდა.
ყველა მაღაზია რამეს ყიდის. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც ჩვენს მაღაზიებში ვაკეთებთ. Apple-ის მაღაზიები — ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ აღმოაჩინონ და გამოიკვლიონ ჩვენი პროდუქტები და ასევე თვითგანათლებით დაკავდნენ. ეს არის ადგილი, სადაც მათ ურთიერთობა შეუძლიათ.
ტიმ კუკი, Apple-ის გენერალური დირექტორი
Apple Store-ის კედლები ჩიკაგოში შუშისგან არის დამზადებული, დიდი ფართობისაა და თხელი სახურავით დაფარული.
„Apple Michigan Avenue — საზღვრების წაშლაა გარედან და შიგნიდან, ქალაქთან შერწყმის მნიშვნელოვანი მომენტია“, — ასე აღწერა ახალი მაღაზია Apple-ის მთავარმა დიზაინერმა, ჯონათან აივმა.
2017 წლის ივნისში ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ახალი მაღაზიის სახურავზე ვაშლის ლოგო იყო გამოსახული. ამის გამო წავიდა მითქმა-მოთქმა, რომ მაღაზიას Macbook-ის ფორმა ექნებოდა. მაგრამ გახსნის ვიდეოთი უ ვიმსჯელებთ, საბოლოო ჯამში კომპანიამ უარი თქვა ლოგოს განთავსებაზე.
წყარო: AppleInsider