რამდენიმე დღის წინ Mac mini-ს დაბადებიდან 3 წლის თავი შეუსრულდა, ის კი დაბადებიდან არ განახლებულა. მომხმარებლებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ Apple-მა ამ ხაზს ყურადღება არ მიაქცია და პროდუქტი შეჩერდება.
MacRumros-ის ერთ-ერთმა მკითხველმა გადაწყვიტა Tim Cook-სთვის წერილი მიეწერა ამ საკითხთან დაკავშირებით. აღმასრულებელმა დირექტორმა პასუხი ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
მკითხველი: გამარჯობა ტიმ, მე Mac mini ძალიან მიყვარს, მაგრამ ის სამი წლის განმავლობაში არ განახლებულა. უნდა გვქონდეს ამ კომპიუტერის განახლების იმედი? გმადლობთ!
ტიმ კუკი: მოხარული ვარ, რომ მოგწონთ Mac მინი. ჩვენც ასევე გვიყვარს ეს მოწყობილობა. ჩვენმა მომხმარებლებმა იპოვეს იდეები და ამ კომპიუტერის გამოყენების გზები.
ახლა არ არის შესაფერის დრო, რომ გაეცნოთ რაიმე ახალ დეტალს. თუმცა Mac მინი მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენს პროდუქტებში.
ტიმ კუკის პასუხის შემდეგ ცხადი ხდება, რომ Apple აპირებს Mac მინის განახლებას – კომპაქტური კომპიუტერის ხაზი განახლდება.
სავარაუდოდ Mac მინი ბაზარზე 2018 წლამდე შემოვა. [MacRumors]