ზუსტად არ ვიცით როდის გამოვა iOS 11.1, მაგრამ იმას ვარაუდობთ, რომ ოქტომბრის თვეში იქნება. ოქტომბრის დამთავრებამდე არ არის დიდი დრო დარჩენილი. არის იმის ვარაუდიც, რომ Apple ჩქარობს. დეველოპერებისთვის დღეს მივიღეთ iOS 11-ის მეოთხე ბეტა ვერსია. აგრეთვე – WatchOS 4.1 და tvOS 11.1.
ბეტა ვერსიები ახლახანს გამოვიდა და ჯერ სამწუხაროდ არ ვიცით რა არის ახალი. მაგრამ გეპატიჟებით და ჩვენც ვუერთდებით იმ დეველოპერების რიცხვს, რომლებიც ამჟამად ინოვაციების ძიებაში არიან ჩართულები.
ჩვენ ვიცით, რომ WatchOS 4.1-ში გამოჩნდა დიდი ხნის ნანატრი Apple Music-ი და რადიო პროგრამა. iOS 11.1-ში დამატებულია ემოჯები. მაგრამ მთავარია Apple-მა ის პრობლემები გამოასწოროს, რომლითაც გულუხვათ დაგვაჯილდოვა iOS 11-ის გამოსვლის შემდეგ.