როდესაც Macbook-ის, iPad-ის ან iPhone-ის შესახებ ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Apple-ის კონკურენტები ყავს და ისინიც ძალიან კარგ პროდუქტებს აწარმოებენ. (ზოგჯერ კუპერტინოშიც ხდება სხვა კომპანიების განვითარებაზე ფოკუსირება) ასე, რომ გუშინ წინ კომპანია Microsoft-მა წარმოგვიდგინა ახალი ჰიბრუდული მოწოყბილობა, ტაბლეტ-პორტატული კომპიუტერი, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კომპანიის თქმით ეს კომპიუტერი ორჯერ უფრო ძლიერია ვიდრე უახლესი MacBook Pro.
ჰიბრიდი აღჭურვილია მე-8 თაობის Intel Core პროცესორით, NVIDIA GeForce GTX 1060 გრაფიკით და 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით. მას შესაძლებლობა აქვს ვიდეოკადრის რეჟიმში 17 საათის განმავლობაში იმუშაოს. Microsoft-ში ამბობენ, რომ ეს სპეციფიკაციები საშუალებას გაძლევთ გააორმაგოთ Apple-ის ყველაზე ძლიერი MacBook-ი, მაგრამ არ დააკონკრეტეს რა კრიტერიუმებში.
ტექნოლოგიური გიგანტი ასევე აცხადებს, რომ Surface Book 2-ს ბატარეას 70%-ით უფრო მეტი შეუძლია ვიდრე MacBook Pro-ს. ეკრანის რეზოლუცია — 3240 x 2160 და 267 PPI Microsoft. — 2880 x 1800 და 220 PPI Apple.
Scurface-სს ასევე აქვს კიდევ 2 USB 3.1 პორტი და სლოტი SD მეხსიერების ბარათისთვის.
მოწყობილობები ფასებითაც რა თქმა უნდა განსხვავდებიან, Microsoft-ის Surface-ის საყიდლად ყველაზე ცოტა 1500$ გჭირდება, ხოლო ყველაზე ძლიერი მოდელისთვის მაქსიმუმ 3000$. Apple-ის მომხმარებლები ვაქცევთ ყურადღებას ასეთ კარგ რამეებს, მაგრამ ასეთი მოწყობილობების ერთი აშკარა მინუსი — OS X-ია.