სექტემბრის ბოლოს ფილ შილერმა უკვე აუხსნა FCC-ს წარმოამდგენელს, რომ iPhone 7-სა და iPhone 8-ში შეუძლებელია რადიოს ჩართვა. ამ სმარტფონებში FM-მოდულები აპარატურულად არასდროს ყოფილა და არც არის გათვალისწინებული FM-სადგურების დაჭერა.
ახლა კი Apple-ს მიმართეს National Association of Broadcasters (NAB)-იდან. ასოციაციის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ხაზს უსმევს იმ ფაქტს, რომ Apple სტყუის.
iFixit, EE Times, TechInsights-ისა და სხვათა სტატიებზე დაყრდნობით, NAB აღნიშნავს, რომ iPhone 8-ში არის რადიო-მოდული, რომელიც Broadcom-ის ჩიპზე მუშაობს. და Apple-მა ის შეგნებულად გათიშა.
NAB სთხოვს Apple-ს, გააქტიუროს FM-აპლიკაცია iPhone-ების მომავალ ვერსიებში და გაიხსენოს „დიდებული წარსული“:
iPod Nano-ში იყო შესანშნავი აპლიკაცია „რადიო“. Apple-მა დაამტკიცა, რომ იცის, თუ როგორ უნდა გააკეთოს რადიოს მოსმენა მოხერხებული. iPod Nano-ში ასევე იყო ეთერის ბუფერიზაციის შესაძლებლობა 15 წუთზე.
iPhone-ის შექმნისას კომპანიამ გადაწყვიტა შეეზღუდა მომხმარებელი ამ ფუნქციონალში. თუმცა, აპარატურულად რადიოს ჩართვა სრულიად შესაძლებელია.
იმავე სტატიაში NAB მიმართავს ტიმ კუკს და ახსენებს გლობალ კატაკლიზმებზე და სტიქიურ უბედურებებზე, რომლებიც აშშ-ს თავს დაატყდა ბოლო 45 წლის განმავლობაში.
NAB დარწმუნებულია, რომ Apple-ს დაუდგა დრო, როდესაც „პირველ რიგში უნდა იზრუნოს ამერიკელების უსაფრთხოებაზე“. „გააკეთე სწორი არჩევანი, ბატონო კუკ. ამაზეა დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლე“, — აცხადებს NAB.
წყარო: MR