როგორც ჩანს, iPhone X-ის მაკომპლექტებელი ნაწილების მიწოდების პრობლემები ნელ-ნელა სწორდება.
ინსაიდერების განცხადებით, ახალი მოდელის ზოგიერთი კომპონენტის მიწოდება გამოსწორდა და უფრო სტაბილური გახდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოქტომბრის ბოლოდან სიტუაცია უფრო პროგნოზირებადი გახდება.
მოსალოდნელია, რომ შეკვეთები ჩიპებზე და 3D-კამერებზე iPhone X-ისათვის მოიმატებს 2017 წლის მეოთხე კვარტალში.
iPhone X-ის წინასწარი შეკვეთები 27 ოქტომბერს იწყება, გაყიდვები — 3 ნოემბერს.
წყარო: 9to5