რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა Wi-Fi ქსელების კრიტიკული შეცდომის შესახებ WPA2 პროტოკოლში. პოტენციურად საფრთხის წინაშე აღმოჩნდა უსადენო ქსელების ყოველი მომხმარებელი: როგორც საჯარო ქსელების, ასევე კორპორატიული და სახლის.
და სანამ ქსელური მოწყობილობების მწარმოებლები ამზადებენ თავიანთი პროდუქტების განახლებებს, Apple-მა საჩქარო წესით გამოუშვა აღნიშნული საფრთხის საწინააღმდეგო განახლება.
WPA2 პროტოკოლის აღნიშნულ მოწყვლადობას KRACK შეარქვეს. მისი საშუალებით შესაძლებელია TCP კავშირის დაჭერა და ტრაფიკის დეშიფრაცია, შესაბამისად ბოროტმოქმედი მიიღებს წვდომას გადაცემულ ინფორმაციასთან.
კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ iOS, tvOS, watchOS და macOS-ის აქტუალურ ბეტა-ვერსიებში აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია.
მარტივად რომ ვთქვათ, ბოროტმოქმედმა რომც მიიღოს წვდომა თქვენს პირად როუტერზე, ვერანაირ მონაცემებს ვერ მიიღებს Apple-ის მოწყობილობიდან.
რეაგირება მოახდინა აგრეთვე Microsoft-მაც, რომელმაც ასევე გამოუშვა განახლებები. საშიშროების წინაშე კვალვ არიან Linux-ისა და Android-ის მომხმარებლები.
წყარო: MacRumors