სიახლეები

Apple Computer-ის ყოფილმა დირექტორმა სტივ ჯობსის ერთ ტალანტზე ისაუბრა

274views

მოთხოვნები და ბუნებრივი თავშეკავებულობა სტივ ჯობსს საშუალებას აძლევდა, არა მარტო შესანიშნავი მენეჯერი, არამედ ნიჭიერ ადამიანებზე მონადირეც ყოფილიყო. აცხადებს ჯონ სკალი Bussines Insider-ში. Apple Computer-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სტივი უკეთესი იყო ვიდრე ნებისმიერი ჰიპნოტოპისტი, მას შეეძლო თავისი გუნდის წევრები ნებისმიერ რამეში მარტივად დაერწმუნებინა.

ცხოვრებაში თუ ვინმე შემხვედრია, მათ შორის ყველაზე საუკეთესო მრჩეველი სტივ ჯობსი იყო — განაცხადა სკალიმ. მე ვიგრძენი, რომ ის რასაც სტივი აკეთებდა, აუცილებლად შეცვლიდა სამყაროს.

თავად სკალი ერთ-ერთი მათგანი იყო ვინც სტივმა წაიყვანა, სკალი კომპანია პეპსის CEO იყო, როდესაც სტივმა უთხრა: “გინდა მთელი ცხოვრება ტკბილი წყალი გაყიდო? თუ წამოხვალთ ჩემთან ერთად და მსოფლიოს შეცვლი?” — სტივმა ასე განაგრძო ყველაზე გამორჩეული ხალხის ძებნა. რა თქმა უნდა ეს მიდგომა ამართლებდა, მაგრამ მას არასდროს უთქვამს ხმამაღლა ამის შესახებ, ის პოულობდა განსაკუთრებულ ხალხს.

თუ გინდა ნამდვილად კარგი მეწარმე გახდე, უბრალოდ უნდა გაიგოთ, თუ როგორ უნდა შექმნათ პროფეიონალი გუნდი. სკალი სტივს ბიზნესმენებს ურჩევდა, მაგრამ ეს არასდროს იყო პრობლემა, სტივთან მუშაობა ყველას უნდოდა.

Comments

comments

Leave a Response