სიახლეები

2018 წელს Touch ID სრულიად გაქრება

808views

KGI Securities-ის ანალიტიკოსი, მინგ-ჩი კუომ გამოაქვეყნა მორიგი სტატია აიფონების განვითარების შესახებ. კუომ განმარტა, რომ კუპერტინოს სმარტფონებისათვის თითის ანაბეჭდების სკანერების ეპოქა დასრულდა.

ანალიტისკოსის მოსაზრებით, 2018 წელს ყველა აიფონი მიიღებს Face ID სახის სკანერს. სწორედ 3D-სკანერი გახდება ის სიახლე, რომელიც განასხვევებს ეფლის ტექნიკას სხვა უამრავისაგან.

დაქტილოსკოპიური სკანერის ამოღებით ტიმ კუკი და მისი გუნდი როგორც იქნა შეძლებენ სრულფასოვანი, „ჩარჩოს გარეშე“ აიფონს.

სანამ Android-მწარმოებლები შეშფოთებული არიან თითის ანაბეჭდის ეკრანის ქვემოდან განთავსებაზე, ეფლი გააძლიერებს TrueDepth-სკანერების წარმოებას. მინგ-ჩი კუო დარწმუნებულია, რომ სახის ამოცნობის ტექნოლოგია უფრო პერსპექტიულია.

მიუხედავად ამისა, ერთი თვის წინ კუომ განაცხადა, რომ Face ID-ის პარალელურად ეფლში სწავლობენ თითის სკანერის ეკრანის ქვემოდან განთავსებასაც.

არ არის გამორიცხული, რომ შემდეგი აიფონი საშუალებას მოგვცემს ორივე მეთოდი გამოვიყენოთ.

წყარო: 9to5

Comments

comments

Leave a Response