სიახლეები

Woz U — ახალი საგანმანათლებლო პლათფორმა Apple-სგან

194views

Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა საკუთარი ინტერნეტ-საგანმანათლებლო პლათფორმა Woz U შექმნა, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა ადამიანებს ტექნიკური განათლების გაღრმავებაში დაეხმარება. ამის შესახებ TechCrunch-ი იტყობინება.

Woz U-ს სერვერი, არა მხოლოდ დაგეხმარებათ აირჩიოთ ტექნოლოგია კარიერაში, არამედ IT კომპანიების მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება მათი რესურსები, რათა მათ ახალი თანამშრომლების მომზადება შეძლონ. ასეთი პროფესიებია: პროგრამისტი, ინჟინერი და ა.შ

გაცნობითი კურსები პლათფორმის ნებისმიერი მომხმარებლისთვის უფასოა, მაგრამ სამომავლო ტრენინგებისთვის ისევ უნდა გადაიხადოთ. კურსების ღირებულება დღემდე უცნობია და დარეგისტრირებაც ჯერჯერობით შეუძლებელია.

Apple-ს აქვს მსგავსი პლათფორმა, ეს არის iTunes U. ათასობით საგანმანათლებლო დაწესებულება უკავშირდება iTunes U-ს სერვერს, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტები: ოქსფორდი, კემბრიჯი, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. სერვერი აქტიურად ამუშავებს 100 ათას ამერიკელ სტუდენტს.

Comments

comments

Leave a Response