2012-2013 წლის Macbook Pro 15” – ეს ის მოდელია რომელზეც შეგიძლიათ აკუმლატორი იმდენჯერ შეცვალოთ რამდენჯერაც მოგესურვებათ.
15 დუიმიანი Macbook Pro Retina ეკრანით 2012 წლის შუა რიცხვებში და 2013 წლის დასაწყისში იწარმოებოდა. თქვენ თუ ეს მოდელი გაქვთ, გეცოდინებათ, რომ ახალი საოპერაციო სისტემა აკუმლატორის განახლებას „ითხოვს“.
არსებობს ერთი პატარა „მაგრამ“, თქვენ მოგიწევთ დაახლოებით 30 დღე მოიცადოთ, რადგან Apple-ს ამ ეტაპზე სათადარიგო ნაწილების დეფიციტი აქვს. პროცესის დაწყების სავარაუდო თარიღი 15 ნოემბერია.
თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გენიუს ბარს ან ნებისმიერ უფლებამოსილ სერვისცენტრს. [CoM]