სიახლეები

Apple და LG მუშაობენ მოქნილი სმარტფონის გამოშვებაზე

261views

Apple აქტიურად მუშაობს მოქნილი ეკრანების მიმართულებით. ცნობილი გახდა, რომ კომპანია თანამშრომლობს LG-სთან ამ სფეროში.

სანდო წყაროებზე დაყრდნობით, კუპერტინომ უარი თქვა Samsung-თან თანამშრომლობაზე, ვინაიდან არ სურს მთავარ კონკურენტს გადასცეს ტექნიკური მონაცემები.

LG Display-მ შექმნა სპეციალური ჯგუფი, მოქნილი OLED ეკრანების გამოშვების მიზნით. სხვა კომპონენტების შემქნაზე იმუშავებს LG Innotek.

ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ წარმოება 2020 წლისთვის არის დაგეგმილი. ამასობაში, Samsung ემზადება საკუთარი მოქნილი სმარტფონის პრეზენტაციისათვის უკვე 2018 წელს.

წყარო: CNBC

Comments

comments

1 Comment

Leave a Response