სიახლეები

გამოკითხვა: უფრო მეტ მოზარდს iPhone-სა და Apple Watch-ის ყიდვა სურს

237views

iPhone პოპულარობა მოზარდებში კიდევ უფრო იზრდება, იტყობინება საინვესტიციო ფირმა – Piper Jaffray-ის ახალი მონაცემები.

გამოკითხულდა 78%-ს iPhone აქვს, რაც 2%-ით უფრო მეტია ვიდრე 2017 წლის ზაფხულში მიღებული კოეფიციენტი. გამოკითხულდა 82% კი ამბობს, რომ მომდევნო სმარტფონი iPhone ექნება.

ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ოდესმე მიუღიათ კვლევების შემდეგ. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს iPhone X-ის გამოსვლას და მის მოლოდინს უკავშირებენ.

მოზარდების იტერესი როგორც iPhone-ზე ასევე Apple Watch-ზეც გაიზარდა – 17% აცხადებს, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში ის შეიძენს Apple Watch-ს. ეს არის ამ წლის გაზაფხულზე ჩატარებულ გამოკითხვის შედეგებს 1%-ით მეტი. ალბათ ეს ყველაფერი Apple Watch-ის მესამე სერიამ გამოიწვია, რომელსაც LTE მხარდაჭერა ექნება.

კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ 44 შტატიდან 6100 მოზარდი, მათი საშუალო ასაკი 15.9 წელია. [MacRumors]

Comments

comments

Leave a Response