სიახლეები

Apple-ის მომავალი მობილურ ფოტოგრაფიაში

384views

ზუსტად 10 წლის წინ ვიხილეთ პირველი iPhone, რომელსაც მხოლოდ ფოტოს გადაღება შეეძლო, ვიდეოსი კი არა. ამის შემდეგ Apple-მა ძალიან სწრაფად დაიწყო თავისი შესაძლებლობების გამოვლენა ფოტოგრაფიის სფეროში. iPhone-ის ქონა არ ნიშნავდა მხოლოდ თანამედროვე აზროვნების, კარგი დიზაინის მქონე სმარტფონის ქონას, არამედ მის მფლობელებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეექმნათ, აეშენებინათ გიგანტური ბილბორდები, ასევე შეეძლოთ გადაეღოთ სრულმეტრაჟიანი ფილმები. დღესდღეობით iOS 11-ის დახმარებით, შეგვიძლია უფრო სიღრმისეულად გავეცნოთ ფოტოგრაფიას და სმარტფონის კამერას. ახალი მოწყობილობა — iPhone 8 Plus მთლიანად ახალ დონეზე გადადის და ჩვენ შევეცდებით წარმოგიდგინოთ მომავალი ფოტოგრაფიის პერსპექტივა iPhone-ის ორმაგ კამერასთან ერთად.

ბილბორდები, რომლებიც iPhone-ით შეიქმნა. გერმანია, ბერლინი

Apple-ის ისტორიაში, კერძოდ კი ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიამ წარმოადგინა მთელი რიგი ახალი და განვითარებული მოწყობილობები, რომლებიც მუდმივად მიისწრაფიან სამომხმარებლო ბაზარზე. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი რამ რაც მოწყობილობებს აქვს თავად გამოიგონეს და წარუდგინეს ხალხს, რომლებიც აუცილებლად გამოსადეგი გახდა. მულტიტაჩ ეკრანი (multi-touch displays), electronic gyroscopes, აჩქარება და კამერის მრავალი სიღრმისეული ფუნქციები.

Apple იშვიათად ხდებოდა კომპანია, რომელმაც ესა თუ ის ტექნოლოგია პირველმა წარადგინა, მაგრამ ის იყო პირველი კომპანია რომელმაც ამ ტექნოლოგიურ სიახლეებს წარმატების ზენიტს მიაღწევინა მასობრივ ბაზარზე. ეს ყველაფერი მხოლოდ იმით აიხსნება, რომ Apple-ის მიერ წარმოდგენილ ტექნოლოგიებში მთავარი გათვლა ყოველთვის მარტივი ეფექტურობა და პრაქტიკული გამოყენებაა.

მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯეფ ხანი, ერთ-ერთი პირველი დეველოპერი, რომელმაც დანერგა მულტიტაჩ ეკრანი (multi-touch display), მაგრამ ვერ შეძლო მან მისი გამოყენება მასიურ ბაზარზე, რაც Apple-მა თავისი iPhone-ით რა თქმა უნდა შეძლო. ამ ყველაფრის შემდეგ ხანმა შეიმუშავა იდეა, რომ ეს ტექნოლოგია გადაეტანა უზარმაზარ ეკრანებზე, რომელ ეკრანებსაც დიდ საკონფერენციო დარბაზებში გამოიყენებდნენ. მაგრამ ბაზარზე გაშუქების დონე, კიდევ ერთხელ შეუსაბამო იყო. ამ დასკვნების გამოტანაში ისევ Apple დაგვეხმარა თავისი დახვეწილობით, მაგრამ ეს იდეა მოგვიანებით Microsoft-მა შეიძინა და მაშინვე გიგანტურ ტაბლეტ კომპიუტერზე გადაიტანა — რაც 9000 აშშ დოლარი დაუჯდა.  2007 წლის Apple-ის პრეზენტაციის შემდეგ, ხანმა თქვა:

“iPhone უბრალოდ წარმოუდგენელი რამ არის, მე ყოველთვის ვამბობდი, თუ არსებობს კომპანია, რომელსაც შეუძლია ტექნოლოგია მასიურ ბაზარზე გაიტანოს, ეს Apple-ია”.

Apple-მა თავისი მუშაობის უახლესი წარმატება კამერის თვალსაზრისით გამოავლინა, როდესაც გასულ წელს გამოუშვა ნამდვილად მასიური ბაზრისთვის საინტერესო, სცენაზე გამოსატანი, სიღრმისეულად აღქმადი კამერით — iPhone 7 Plus. მას ერთ წელიწადში მოაყოლა iPhone 8 Plus და ახლა ველოდები iPhone X-ს. კომპანიამ ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარა ამ პროდუქტთან, შეცვალა Xbox Kinect-ის სტუმრის სისტემა, ასევე პორტატულად უფრო რთული მოწყობილობები, როგორიც არის Occipital Structure Sensor ან  Google-ის პროექტი Tango.

მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს ტექნოლოგია სატესტო პროცედურაში ჩართულიყო და ექსპერიმენტული ნიშნის პროდუქტად გამოეყენებინათ, Apple-მა გადაწყვიტა, რომ კამერის ტექნოლოგიის გამოყენების საუკეთესო ადგილი სცენაზე იქნებოდა, ექსპერიმენტისთვი კი ეს იდალური ვარიანტია, რადგან  ყოველდღიურად ათობით მილიონი ადამიანი იმუშავებდა მასთან. ზოგადად Apple-მა გადაწყვიტა შეცვალოს ჩვენი იდეა, როგორ გამოვიყენოთ მობილური მოწყობილობები, როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია და როგორ აღვბეჭდოთ ჩვენი ცხოვრება ფოტო-ვიდეო მასალით.

მოდი დღეს ვისაუბორთ იმაზე, თუ როგორ განვითარდა Apple კამერის ტექნოლოგიაში და როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ ამ კუთხით.

iPhone 7 Plus: ორი კამერა, ორი დონე სიღრმისეულ აღქმაში

გასულ წელს Apple-მა შემოგვთავაზა iPhone 7 Plus ორი დამოუკიდებლად მომუშავე კამერით. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფუნქციის ექსკლუზიური მოდელი გახდა Plus მოდელი. ამან ორმაგად იმოქმედა გაყიდვებზე, არა მხოლოდ მოთხოვნამ მოიმატა, არამედ მისმა ფასმაც. შესაბამისად კომპანია ორმაგად მეტი მოგება ნახა. ამით Apple-მა მოახერხა ძველი მოდელების ბაზრიდან უფრო სწრაფად გაყვანა. თუ კომპანია ბაზარზე ყოველწლიურად მხოლოდ ერთ მოწყობილობას გამოუშვებდა, იძულებული გახდებოდა გარკვეულ კომპრომისებზე წასულიყო და ზოგიერთ ფუნქციაზე უარი ეთქვა, რადგან ისინი ერთ მოწყობილობაში ვერ მოთავსდებოდა.

რაც შეეხება უფრო ძველ მოდელებს, iPhone 6/6 Plus-ს, მათ ასევე შესთავაზეს კამერის ექსკლუზიური ფუნქციები, რომლებიც გამოირჩეოდნენ iPhone-ის სტანდარტული მოდელებისგან. მაგ: ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაცია (OIS). OIS ტექნოლოგიის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ მას აქვს ძალიან ზუსტი მიკროპროტექტორების კამერის ობიექტივი, რომელსაც ძალიან სწრაფად შეუძლია აღიქვას ახალი პოზიცია, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მონაცემებს იღებს მოძრაობის სენსორიდან. ეს საშუალებას მოგცემთ კადრი კარგი გამოვიდეს ხელის მოძრაობის დროსაც.

OIS ფუნქცია განსაკუთრებით გამოირჩევა და საშუალებას გვაძლევს მივიღეთ უკეთესი სურათები დაბალი განათების დროსაც, რადგან ეს ფუნქცია კამერას ბევრად აღქმადს და მგრძნობიარეს ხდის. OIS ფუნქციას არ შეგვიძლია შევეხოთ, iPhone 7 Plus-ზე მისი რეჟიმი ავტომატურად ჩართულია.

iPhone 7 Plus-ზე ორმაგი კამერის მუშაობა უფრო მაღალ ხარისხიანი გახდა და გაიზარდა გადიდების არეალი. იგი შედგება ორი ლინზისგან, რომელთაგან ერთ-ერთი ყოველთვის სტანდარტულ კუთხეს იჭერს, მეორე კი მოქმედებს x2 სტანდარტულ რეჯიმში, რომელიც საშუალებას იძლევა უფრო ახლო კადრიდან გადავიღოთ ობიექტდა და ხარისხიც საგრძნობლად არ დავკარგოთ. ეს ეხება ნებისმიერი ფორმატის გადაღებას, იქნება ეს ფოტო, ვიდეო, SLO-MO ან თუნდაც პანორამული გადაღება. ორივე კამერას აქვს დამოუკიდებელი სენსორი, მაგრამ მათ ერთადაც შეუძლიათ მუშაობა, რაც საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ გლუვი სურათი, ობიექტზე ზუსტად ის დეტალები გამოვაჩინოთ რაც ჩვენთვის უფრო საინტერესოა.

Apple-მა პრეზენტაციაზე განცხადება გააკეთა ახალ ფუნქციაზე, რომელიც მომავალ განახლებებში გამოჩნდება, ეს უკანა ფონის ფუნქციაა, რომლის დახმარებითაც ობიექტის ფოკუსირება კარგად მოხდება და სხვა დანარჩენს დაბინდავს. ამ ფუნქციამ უნდა დაბინდოს უკანა ფონი და მთელი ფოკუსირება გააკეთოს ობიექტზე, რომელსაც წინ გამოიტანს. რა თქმა უნდა ეს ინოვაცია ჰიტი იყო. ეს ფუნქცია განსაკუთრებით იმათ აბედნიერებდათ ვისაც კომიკური სელფების გადაღება უყვართ Booth-ით და Snapchat-ით, iOS 10-ზე ამ შემთხვევაში პორტრეტის რეჟიმში გადაღება კიდევ უფრო სახალისო გახდა.

ამ ზაფხულს WWDC 2017 წლის ღონისძიებაზე, პორტრეტის რეჟიმის დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ განმარტეს, რომ პორტრეტის რეჟიმის რეალიზაცია გამოწვეულია იქიდან, რომ ორივე ლინზა კონფიგურირებულია იდეალურად, მათ შეუძლიათ შექმნან გამოსახულებები, რაც 2-ჯერ გაზრდის ექვივალენტურ სურათს. თითიოეული ლინზა კი სუბიექტურია, ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული კუთხით.

WWDC 2017-ის პრეზენტაციაზე Apple-ის წარმომადგენელმა Etienne Gerard-მა გვაჩვენა, რომ iPhone-ის ორმაგი კამერით შექმნილ სიღრმისეულ ფოტოს ნახვა შეიძლება 3D გამოსახულებით, ფილტრებითა და სხვა ეფექტების გამოყენებით, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ნაწილების რედაქტირება.

კარგად განვითარებულ პორტრეტის რეჟიმმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ მოახერხა iPhone-ის მომხმარებლებში. ის იმდენად კარგად მუშაობს ხალხს მასთან მუშაობის დროს უჩნდებათ SLR კამერასთან მუშაობის განცდა. iPhone 7 Plus-ს შეუძლია დააჯეროს მომხმარებელი, რომ პორტრეტის რეჟიმი საკმაოდ დამაჯერებელია.

Apple-ის მიერ ასე ექსპერიმენტულად დამზადებული ორმაგი კამერა ნამდვილად სრულყოფილებაა, ის არ გავს უამრავ ზედმეტად გამართულ და ნაკლებად გამოსაყენებელ ტექნოლოგიას.

iPhone 8 Plus: პორტრეტის განათება და A11 Bionic პროცესორი

iPhone 8-ზე და iPhone X-ზე iOS 11-ის დახმარებით კიდევ უფრო დეტალური ხდება სიღრმისეულ ფოტოებზე მუშაობა. ახალ მოწყობილობებს აქვთ ახალი A11 Bionic პროცესორი, რომესლაც აქვს გამოსახულების დამუშავების სპეციალური ძრავა (Image Signal Processing), რომელიც ითვლის ინფორმაციას სენსორების კიდევ სენსორებისგან. ამ დროს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს სისტემას ობიექტებზე მეტი ანალიზი გააკეთოს.

ამ ახალი ფუნქციით, პორტრეტის რეჯიმით გადაღებულ ფოტოს ახლა უკვე აქვს დაბალანსებული განათების იმიტაცია, რაც კიდევ უფრო გამოყოფს ადამიანის სახის ინდივიდუალურ ელემენტებს.

როგორც ხედავთ Apple-მა იმ წარმატებულ ტექნოლოგიებზე გაამახვილა ყურადღება და მათ დახვეწას დიდი დრო დაუთმო, მათ ფოკუსირება გააკეთეს პორტრეტის რეჟიმზე, რომელიც აშკარად უფრო კარგი გახდა.

iPhone 7 Plus-ს და iPhone 8 Plus-ის ორმაგი კამერების მუშაობის გარდა, Apple-მა ასევე მიიღო კომპიუტერული სწავლება და ხედვა iOS 11-ზე მომუშავე ყველა მოწყობილობისთვის. კიდევ უფრო დახვეწილი იქნება კამერის ღრმა გამოსახულების ტექნოლოგია iPhone X-ში, რომლესაც მოუთმენლად ველოდებით.

Comments

comments

Leave a Response