სიახლეები

iPad Pro-ს შემდეგი თაობა მიიღებს Face ID-ს

162views

KGI Securities-ის ანალიტიკოსი, მინგ-ჩი კუო დარწმუნებულია, რომ 2018 წელს Apple გამოუშვებს iPad Pro-ს ახალ ვერსიას, რომელიც iPhone X-ის მსგავსად Face ID-ით იქნება აღჭურვილი. კუო თვლის, რომ კომპანია დაინტერესებულია TrueDepth-კამერების დაყენებით ასევე ტაბლეტებშიც.

სწორედ Apple შეძლებს არა მარტო გაიყვანოს ეკოსისტემა ერთიან დონეზე, არამედ სტიმული მისცეს მომხმარებელს, განაახლოს პლანშეტების ძველი მოდელები.

iPad Pro-ს 2018 წლის მოდელი ერთადერთი იქნება TrueDepth სკანერით.

ჯერ ერთი, Apple განაგრძობს პოლიტიკას, „ყველაფერი საუკეთესო — ფლაგმანებში“, მეორეც, სკანერების მწარმოებელი Lumentum უბრალოდ ვერ შეძლებს აღნიშნული სკანერის ძალიან დიდი ოდენობის გამოშვებას, შესაბამისად, ეფლის ყველა მოწყობილობას უბრალოდ არ ეყოფა ეს მოდული.

ზუსტად იგივე ქმედება ვიხილეთ ჩვენ Touch ID-ის შემთხვევაში. Apple-მა თანდათანობით დაამატა ეს მოდული სმარტფონებში და პლანშეტებში.

ახალი აპედების პრეზენტაცია 2018 წლის გაზაფხულზე მოხდება.

წყარო: MR

Comments

comments

Leave a Response