სიახლეები

EFF: iOS 11-ის მართვის პანელმა შესაძლოა მოწყვლადი გახადოს მომხმარებელი

504views

Electronic Frontier Foundation-მა უარყოფითად შეაფასა iOS 11-ის მართვის პანელი. ექსპერტების განცხადებით, ის რომ ამ პანელიდან ბოლომდე არ ითიშება Wi-Fi და Bluetooth, მოწყვლადს ხდის მომხმარებელს.

EFF — არაკომერციული უფლებადამცველი ორგანიზაციაა, რომელიც იცავს კონსტიტუციაში და დამოუკიდებლობის დეკლარაციებში ჩადებულ ადამიანის უფლებებს, ახალი ტექნოლოგიების ჭრილში.

iOS 11-ში პარამეტრების „გამორთულია“ მდგომარეობაში გადართვისას, ტელეფონი ითიშება Wi-Fi ქსელიდან, მაგრამ ჩართული რჩება Apple-ის სერვისებისათვის.

ადგილმდებარეობის დადგენის სერვისი აქტიური რჩება, ხოლო Apple-ის სხვა მოწყობილობები (მაგალითად, Apple Watch და Pencil) ხაზზე რჩებიან. და Apple არ ატყობინებს მომხმარებელს ამის შესახებ.

სიტუაცია კიდევ უფრო ცუდადაა, როდესაც პარამეტრები გამორთულია, ხოლო Wi-Fi და Bluetooth კვლავ ირთვება ტერიტორიულად სხვა ადგილას გადაადგილებისას. საკითხისადმი ასეთი მიდგომა მომხმარებელს არჩევანის საშუალებას არ უტოვებს და მოწყვლადს ხდის მათ.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამ განცხადების შემდეგ Apple გადახედავს ქსელების მართვის ამ მეთოდს iOS 11-ის შემდგომ ვერსიებში.

თუმცა, როგორც ჩვენ ვიცნობთ Apple-ს, ეს არ მოხდება.

წყარო: Macrumors

Comments

comments

Leave a Response