iOS 11-ზე განახლების შემდეგ, Messages-ში გაჩნდა ქვედა დამატებითი ზოლი, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა მალსახმობები. როგორ გავაქროთ ეს ზოლი? ეს კითხვა ბევრს უჩნდება და ბევრს ხელს უშლის სმს-ების გაგზავნაში. ჩვენ გვაქვს მაზე პასუხი.
აღნიშნული პანელი განკუთვნილია Messages-ში სტიკერების და სხვადასხვა აპლიკაციების გამოსაყენებლად. საბედნიეროდ, მისი დამალვა შესაძებელია, თუმცა ამისთვის გარკვეული ქმედების განხორციელებაა საჭირო.
- გახსენით პროგრამა, გადადით იმ მიმოწერაში, სადაც ჩანს ეს ზოლი;
- დააჭირეთ App Store-ის ხატულას და ზოლი გაქრება;
- თუ კვლავ გსურთ, რომ ეს ზოლი ისევ გამოჩნდეს, კვლავ დააჭირეთ App Store-ის ხატულას. სულ ესაა! 🙂